43-ე სკოლა

თებერვალი 12, 2007

VIII-2 კლასი

Filed under: Uncategorized — 43 სკოლა @ 22:14

 20.03.2007

დავალება:

კარგად წაიკითხეთ დასმული შეკითხვები.

შედით თქვენს e-mail-ზე და პასუხები გამოაგზავნეთ წერილობით მისამართზე makako_07yahoo.com

    1. თქვენი აზრით, რა არის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი?
    2. რას თვლით კონფლიქტის საწყის ქმედებად?
    3. რა შემთხვევაში ხდება პრობლემების გამრავლება?
    4. რას ნიშნავს ”მტრული დაჯგუფების შექმნა” ანუ ალიანსების შექმნა?
    5. რატომ და რა დროს ხდება კონფლიქტის დროს კომუნიკაციური დამახინჯება, ურთიერთ ლამძღვა?
    6. რა შემთხვევაში ხდება პოლარიზაცია,  ანუ ერთმანეთში გათიშვა?
    7. როგორ და რა გზით ხდება კონფლიქტის დროს მიზნის მიღწევა. რა  ემოცია, განწყობა გეუფლებათ ამ დროს?
    8. როგორ გესახებათ კონფლიქტის აცილება ანუ პრევენციის გზები?

    გთხოვთ, არ ისარგებლოთ მეზობლის აზრებით, ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

     გისურვებთ წარმატებებს:-)

     ———————————————————————————————————————

დავალება:
1. გახსენით საიტი www.children.wanex.net
2. მოძებნეთ საქართველოს კუთხეებზე ინფორმაციები.
3. წაიკითხეთ და გამომიგზავნეთ მოკლე ინფორმაციები თქვენს მიერ მოძებნილიდან
4. გისურვებთ წარმატებებს -)

90 Comments »

  1. ხევსურეთი

    ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მხარეა. ის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილო კალთებზე მდებარეობს. ხევსურეთი კავკასიონზე ხურჯინივით არის გადაკიდებული და 1050 კვ/კმ-ს მოიცავს.

    ხევსურეთი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა – პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთად. პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია ბარისახო, პირიქითასი კი – შატილი.

    ტერმინი „ხევსური“ ხევის მკვიდრს უნდა ნიშნავდეს და ასე უნდა იყოს ნაწარმოები: ხევის-ი > ხევის-ურ-ი > ხევ-ს-ურ-ი. თავდაპირველად ხევსურეთი ლეონტი მროველის (XI ს.) თხზულების არშიაზე გვხვდება. მანამდე ხევსურეთი ფშავითურთ იხსენიებოდა საერთო სახელწოდებით – ფხოვი. მემატიანეთა ცნობებით, თანამედროვე ხევსურების წინაპრებს – ფხოველებს – ამ ტერიტორიაზე პირველი საუკუნიდან მაინც უნდა ეცხოვრათ.

    ხევსურები თავგამოდებით იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის, აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის 1659 წლის აჯანყებაში, ასპინძის (1770 წ.), კრწანისის (1795 წ.) ბრძოლებში, მთიულეთისა (1804 წ.) და კახეთის (1812 წ.) აჯანყებებში.

    ხევსურები სამეურნეო ყოფა-ცხოვრებითა და გარეგნული იერსახით დიდად არ განსხვავდებიან სხვა მთიელი ქართველებისაგან. ისინი უხსოვარი დროიდან მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. უწინ ფართოდ იყო გავრცელებული ქარგულობა, ქსოვა, ხეზე კვეთა, მჭედლობა, ნადირობა. საყოველთაოდაა ცნობილი ხევსურული ხალხური პოეზია.

    კომენტარი ავტორი ჯაბა — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  2. კახეთი

    უძველესი დროიდანვე კახეთის (ისტორიული კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის) ისტორია მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლურ ქართულ, ქართის სახელმწიფოებრიობის განვითარებას.

    ძვ.წ. XII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო ადმინისტრაციული ერთეულების – ხევების – ჩამოყალიბება. ასეთი ხევების მამასახლისები იყვნენ კახოსი, კუხოსი და ჰეროსი. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში, ფარნავაზის დროს, კახეთის სამამასახლისო კახეთის საერისთავოდ იქცა, მასში გაერთიანდა კუხეთის სამამასახლისოც. მათი გაერთიანება ბუნებრივად მოხდა. VI საუკუნის მეორე ნახევრიდან კახეთის საერისთავო გაფართოვდა, მასში ჰერეთიც გაერთიანდა.

    VIII საუკუნის 30-50-იან წლებში კახეთის საერისთავოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის სამთავრო. მოგვიანებით, „კახეთის“ ცნება საგრძნობლად შეიცვალა. კახეთს ჩამოსცილდა ჰერეთი, რომელიც დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. სამაგიეროდ, კახეთის საზღვრებში მოექცა გარდაბანი, საზღვრები გაფართოვდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებითაც.

    XII საუკუნეში კახეთი და ჰერეთი დავით აღმაშენებელმა გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. მაგრამ XV საუკუნეში, როცა საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, წარმოიქმნა გვიანდელი კახეთის სამეფო, გაუქმდა საერისთავოები და მათ ნაცვლად სამოურავოები შეიქმნა. XVII-XVIII საუკუნეებში კახეთს ჩამოშორდა მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი კაკ-ენისელი. XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა „საინგილო“.

    დღეს კახეთის შემადგენლობაშია საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები.

    კახეთი ძალიან მდიდარი რეგიონია. მის მადლიან მიწაზე მრავალგვარი მოსავალი მოდის. განსაკუთრებით კი კახეთი ცნობილია თავისი უგემრიელესი და მსოფლიოში სახელგანთქმული ღვინოებით. კახეთში განვითარებულია მესაქონლეობაც.

    კომენტარი ავტორი ჯაბა — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  3. მე პატარა ქართველი ვარ,
    კავკასიის მთების შვილი,
    და განცხრომით სხვაგან ყოფნას
    მირჩევნია აქ სიკვდილი.

    ქართლ-კახეთი, იმერეთი,
    გურია და სამეგრელო –
    ყველა ჩემი სამშობლოა,
    საყვარელი საქართველო.

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  4. თავდაპირველად აფხაზეთს ეჭირა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და კოლხეთის სამეფოში შედიოდა. სახელწოდება „აფხაზეთი“ ქართულ წერილობით წყაროებში პირველად მე-8 იხსენიება, მანამდე კი ხმარობდნენ ბერძნულ ფორმას „აბასკ-აბასკოის“, რაც ქართული „აფხაზის“ სინონიმია.

    დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველად (ანტიკურ ხანაში) ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქართველური და მათი მონათესავე ტომები: აბაზგები, აფშილები, მესხები, კოლხები და სხვ. VII-VIII საუკუნეებისათვის ეს ტომები უკვე გაერთიანდნენ და „აფხაზის“ სახელწოდების ქვეშ მოექცნენ. ეს სუფთა ქართული ტომობრივი გაერთიანება იყო, რაზეც მიუთითებს როგორც მათი სახელი, ისე მათი ქალაქებისა და სოფლების დასახელებები, რომლებიც ასევე წმინდა ქართული წარმოშობისაა. მაგ., ბიჭვინთა, ცხუმი, გაგრა, სოჭი, სხემარი და სხვ.

    კომენტარი ავტორი სალომე ანჩაბაძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  5. რაჭა – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე – მდინარე რიონის ზემო წელში მდებარეობს.

    ვახუშტი ბაგრატიონი ამ სახელის შესახებ წერს: ეს სახელი ეწოდა დიდ მთათა და ღრმა ადგილების გამო: „იხილე, რა ჭაა ადგილი ესე!“

    მეცნიერები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან, ზოგი „რაჭის“ სახელს მისი პირველი ერისთავის – რატის – სახელს უკავშირებს, ზოგი სვანურ „რაჭუს“ (კურდღელი), ზოგი კი სატომო სახელს „ჭანს“.

    რაჭაში ადამიანს უხსოვარი დროიდან უცხოვრია. კუდაროსა და წონის გამოქვაბულები მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი უძველეს ადამიანთა საცხოვრისია, სადაც პირველყოფილი ადამიანი ქვის იარაღებს აკეთებდა და ცხოვრობდა.

    რაჭის მთები დედამიწაზე არსებული უძველესი მაღაროებითაა დაღარული. სოფელ ღების მთებში ეს მაღაროები დღემდე პირველადი სახითაა შემორჩენილი. უძველესი მელითონეები ამ მაღაროებში სპილენძის მადანს მოიპოვებდნენ, ბრინჯაოდ ადნობდნენ და ნაირგვარ იარაღ-ჭურჭელს, განსაცვიფრებელ სამკაულებსა და ქანდაკებებს ამზადებდნენ. დადასტურდა, რომ აქაური მელითონეები ლითონითა და ლითონის ნაწარმით ამარაგებდნენ მრავალ ქვეყანას, სავაჭრო კავშირი ჰქონდათ ფინიკიასთან, ეგვიპტესთან და ა.შ.

    კომენტარი ავტორი გიორგი `ოხონელი/ე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  6. იმერეთი

    „იმერეთი“, როგორც სახელწოდება და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, საკმაოდ გვიან წარმოიშვა. ადრე აქ იყო ისტორიული არგვეთი, რომელშიც მთელი იმერეთი და რაჭის ნაწილიც შედიოდა.

    იმერეთის სამეფო XV საუკუნეში ჩამოყალიბდა და დროდადრო მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა.

    სახელწოდება „იმერეთის“ დამკვიდრებას ვახუშტი ბატონიშვილი ასე ხსნის: როცა ბაგრატიონებმა აფხაზეთი და მთელი საქართველო დაიპყრეს, მათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი.

    იმერეთი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. აქაური ვაზის ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ალადასტური და სხვა საუკეთესო ღირსებებით გამოირჩევა.

    იმერეთის გულია ქუთაისი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, სადაც უამრავი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი.

    VIII საუკუნის ბოლოს, როცა ლეონ მეორემ ბიზანტიის გავლენას თავი დააღწია, ანაკოფიიდან ტახტი ქუთაისში გადმოიტანა და დაქუცმაცებული საქართველოს მხარეებმა გაერთიანება სწორედ ქუთაისის ირგვლივ იწყეს. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა სამეფო გვირგვინი ქუთაისში დაიდგა. თბილისის გათავისუფლებამდე ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი იყო. აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებელი, რომელმაც გელათის მონასტერი და აკადემია ააშენა. გელათი ქართული კულტურისა და განათლების უმნნიშვნელოვანესი კერა იყო. მემატიანის თქმით, იგი „მეორე ათინად“ იქცა.

    XVI საუკუნეში დასავლეთ საქართველო ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა. იმერეთის მეფეები მტკიცედ იცავდნენ ქვეყანას მომხდურთაგან. შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, სოლომონ პირველმა შეძლო ტახტის განმტკიცება, ოსმალთა თვითნებობის აღკვეთა და ტყვეთა სყიდვის აკრძალვა. მისმა მემკვიდრემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ახალ აგრესორს – რუსეთის იმპერიას – და იმერეთს დამოუკიდებლობა 1810 წლამდე შეუნარჩუნა. მაგრამ საბოლოოდ იმერეთი მაინც რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდა.

    საბჭოთა ხელისუფლების წლებში ქუთაისი დასავლეთ საქართველოს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა, სამრეწველო ქალაქებად იქცნენ ჭიათურა (სადაც მარგანეცს მოიპოვებდნენ) და ზესტაფონი (სადაც ფეროშენადნობთა ქარხანა აიგო).

    დღეს იმრეთში მოშლილია მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ქალაქებმა ჩვეული სახე დაკარგეს, სოფლებმა დაცარიელება იწყეს.

    გამოყენებული ლიტერატურა:
    „საქართველო არის ესე“
    ციცინათელა, 2003

    კომენტარი ავტორი დათო გურაბანიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  7. გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. სახელწოდება „გურიის“ წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ივანე ჯავახიშვილი მას ქართველთა უძველეს სახელწოდებას „ჰიბერს“ უკავშირებს და აქედან ნაწარმოებად მიაჩნია „ეგრისი“ – „მეგრელი“ და „გურია“ – „გურული“.

    გურია სამ რაიონს მოიცავს: ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის.

    გურიაში საკმაოდ იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა. აქ მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ღომი და სიმინდი, ითესებოდა ბრინჯი და ბამბა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურულებს მრავლად მოჰყავდათ ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული და სხვა ხილი. გურიაში ოდითგანვე იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. ვენახები მაღლად (ხეებზე აყვანილი) ჰქონდათ გაშენებული. საყოველთაოდ იყო განთქმული ჩხავერის ღვინო. მაღალ დონეზე იდგა მესაქონლეობაც.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  8. „იმერეთი“, როგორც სახელწოდება და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, საკმაოდ გვიან წარმოიშვა. ადრე აქ იყო ისტორიული არგვეთი, რომელშიც მთელი იმერეთი და რაჭის ნაწილიც შედიოდა.

    იმერეთის სამეფო XV საუკუნეში ჩამოყალიბდა და დროდადრო მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა.
    VIII საუკუნის ბოლოს, როცა ლეონ მეორემ ბიზანტიის გავლენას თავი დააღწია, ანაკოფიიდან ტახტი ქუთაისში გადმოიტანა და დაქუცმაცებული საქართველოს მხარეებმა გაერთიანება სწორედ ქუთაისის ირგვლივ იწყეს. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა სამეფო გვირგვინი ქუთაისში დაიდგა. თბილისის გათავისუფლებამდე ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი იყო. აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებელი, რომელმაც გელათის მონასტერი და აკადემია ააშენა. გელათი ქართული კულტურისა და განათლების უმნნიშვნელოვანესი კერა იყო.
    დღეს იმრეთში მოშლილია მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ქალაქებმა ჩვეული სახე დაკარგეს, სოფლებმა დაცარიელება იწყეს.

    კომენტარი ავტორი qeti gloveli — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  9. „იმერეთი“, როგორც სახელწოდება და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, საკმაოდ გვიან წარმოიშვა. ადრე აქ იყო ისტორიული არგვეთი, რომელშიც მთელი იმერეთი და რაჭის ნაწილიც შედიოდა.

    იმერეთის სამეფო XV საუკუნეში ჩამოყალიბდა და დროდადრო მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა.

    სახელწოდება „იმერეთის“ დამკვიდრებას ვახუშტი ბატონიშვილი ასე ხსნის: როცა ბაგრატიონებმა აფხაზეთი და მთელი საქართველო დაიპყრეს, მათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი.

    იმერეთი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. აქაური ვაზის ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ალადასტური და სხვა საუკეთესო ღირსებებით გამოირჩევა.

    იმერეთის გულია ქუთაისი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, სადაც უამრავი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი.

    VIII საუკუნის ბოლოს, როცა ლეონ მეორემ ბიზანტიის გავლენას თავი დააღწია, ანაკოფიიდან ტახტი ქუთაისში გადმოიტანა და დაქუცმაცებული საქართველოს მხარეებმა გაერთიანება სწორედ ქუთაისის ირგვლივ იწყეს. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა სამეფო გვირგვინი ქუთაისში დაიდგა. თბილისის გათავისუფლებამდე ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი იყო. აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებელი, რომელმაც გელათის მონასტერი და აკადემია ააშენა. გელათი ქართული კულტურისა და განათლების უმნნიშვნელოვანესი კერა იყო. მემატიანის თქმით, იგი „მეორე ათინად“ იქცა.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  10. აფხაზეთი

    თავდაპირველად აფხაზეთს ეჭირა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და კოლხეთის სამეფოში შედიოდა. სახელწოდება „აფხაზეთი“ ქართულ წერილობით წყაროებში პირველად მე-8 იხსენიება, მანამდე კი ხმარობდნენ ბერძნულ ფორმას „აბასკ-აბასკოის“, რაც ქართული „აფხაზის“ სინონიმია.

    დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველად (ანტიკურ ხანაში) ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქართველური და მათი მონათესავე ტომები: აბაზგები, აფშილები, მესხები, კოლხები და სხვ. VII-VIII საუკუნეებისათვის ეს ტომები უკვე გაერთიანდნენ და „აფხაზის“ სახელწოდების ქვეშ მოექცნენ. ეს სუფთა ქართული ტომობრივი გაერთიანება იყო, რაზეც მიუთითებს როგორც მათი სახელი, ისე მათი ქალაქებისა და სოფლების დასახელებები, რომლებიც ასევე წმინდა ქართული წარმოშობისაა. მაგ., ბიჭვინთა, ცხუმი, გაგრა, სოჭი, სხემარი და სხვ.

    კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ეკუთვნოდა: ლაზ-მეგრელებს, აფხაზ-აფშილებსა და სვანებს. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს უძლიერესი ქართული სამეფო საერთო სამწერლობო ენით, ყოფა-ცხოვრების წესითა და კულტურით.

    კომენტარი ავტორი გიორგი კურტანიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  11. ო ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეა. პირველად მოხსენიებულია ძვ.წ. 1112 წელს ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I წარწერაში „დიაიენის“ სახელწოდებით. ურარტულ წარწერებში „დიაუხის“ სახელითაა ცნობილი. ძვ.წ. 401 წელს ბერძენი მხედართმთავარი და ისტორიკოსი ქსენოფონტი ამ მხარის მოსახლეობას „ტაოხებად“ მოიხსენიებს.

    ძვ.წ. I ათასწლეულის დამდეგს ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოს გაერთიანებაში. აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოს – ქართლის სამეფოს წარმოქმნის ხანაში ტაო მისი განუყოფელი ნაწილი იყო. ძვ.წ. II საუკუნის დამდეგს სომხეთმა დაიპყრო. შემდგომ საუკუნეებში ტაო საცილო ტერიტორია იყო ქართლსა და სომხეთს შორის.

    VIII საუკუნიდან ტაო მტკიცედ შეუერთდა ქართლის სამეფოს და აქ ფართო სამონასტრო მშენებლობა გაიმართა. აშენდა ბანა, ხახული, ოშკი, პარხალი, ოთხთა ეკლესია და სხვ. ტაო ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს კერად გადაიქცა. აქ მიეცა დასაბამი ბაგრატოვანთა დინასტიის მეფობას. ტაოში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მოღვაწენი აშოტ I დიდი კურაპალატი, თორნიკე ერისთავი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელნი და სხვები.

    XII-XIII საუკუნეებში ტაო საქართველოს სანაპირო საერისთავო იყო, XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XIV საუკუნიდან კი კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია.

    XV საუკუნეში, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ ტაო სამცხე-საათაბაგოში იყო. XVI საუკუნის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი მხარეები – მესხეთი, შავშეთი, ტაო ოსმალეთმა დაიპყრო.

    დღესდღეობით, ეს მიწები თურქეთის სახელმწიფოში შედის.

    კომენტარი ავტორი ირაკლი ჯანდიერი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  12. XIII საუკუნის დამდეგს საქართველომ ბიზანტიის იმპერიას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ჩამოაჭრა და მისგან ტრაპიზონის ვასალური სამეფო შექმნა. აღმოსავლეთ ლაზეთი მის შემადგენლობაში მოექცა. 1282 წელს ლაზეთი დავით ნარინმა დაიპყრო, ხოლო XIII საუკუნის მიწურულს ის სამცხის მფლობელ ჯაყელთა ხელში გადავიდა. XV საუკუნეში სამცხის მთავარმა ლაზეთი გურიის მთავრს გადასცა, თუმცა მომდევნო პერიოდებში ლაზეთი ამ ორ სამთავროს შორის მუდამ ცილობის საგანს წარმოადგენდა.

    XVI საუკუნეში ლაზეთი ოსმალეთმა დაიპყრო. მიტაცებული ქვეყანა ოსმალებმა ტრაპიზონის ვილაიეთს მიათვალეს და ხუთ კაზად დაყვეს.

    ლაზეთის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ადგილობრივი მოსახლეობის გამაჰმადიანება იწყეს, მაგრამ ხალხი წინ აღუდგა მათ მცდელობას. მაშინ თურქებმა მძიმე გადასახადები დაუწესეს ყველას, ვინც ქრისტიანობას შეინარჩუნებდა და მაჰმადიანობის მიღებაზე უარს იტყოდა. აუტანელი გადასახადებისაგან შევიწროებული მოსახლეობის ნაწილი იძულებული ხდებოდა, მიეღო უცხო რჯული, თუმცა ფარულად აგრძელებდნენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას. გარეგნულად გამაჰმადიანებული ქართველები თანამემამულეებს ურჩევდნენ არ მიეღოთ ისლამი და თვითონ ეხმარებოდნენ მატერიალურად.

    ლაზეთის მოსახლეობა არ ურიგდებოდა გათურქება-გამუსულმანებას და სარწმუნოებრივი დევნის გამო ქართველთა ნაწილი საქართველოს შიდა რეგიონებში იხიზნებოდა. XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ლაზიის სამიტროპოლიტო კათედრა დროებით გურიაში გადმოუტანიათ და ახლად დაარსებული ცენტრისათვის ლაზეთიდან მოტანილი სახელი – სატრაპელა – უწოდებიათ.

    დღესდღეობით, ლაზეთი თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის.

    გამოყენებული ლიტერატურა:
    „საქართველო არის ესე“
    ციცინათელა, 2003

    კომენტარი ავტორი ირაკლი დიიასამიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  13. გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. სახელწოდება „გურიის“ წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ივანე ჯავახიშვილი მას ქართველთა უძველეს სახელწოდებას „ჰიბერს“ უკავშირებს და აქედან ნაწარმოებად მიაჩნია „ეგრისი“ – „მეგრელი“ და „გურია“ – „გურული“.

    გურია სამ რაიონს მოიცავს: ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის.

    გურიაში საკმაოდ იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა. აქ მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ღომი და სიმინდი, ითესებოდა ბრინჯი და ბამბა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურულებს მრავლად მოჰყავდათ ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული და სხვა ხილი. გურიაში ოდითგანვე იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. ვენახები მაღლად (ხეებზე აყვანილი) ჰქონდათ გაშენებული. საყოველთაოდ იყო განთქმული ჩხავერის ღვინო. მაღალ დონეზე იდგა მესაქონლეობაც.

    ქართულ წერილობით წყაროებში გურია პირველად იხსენიება VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. მემატიანე იუწყება, რომ მურვან-ყრუს შემოსევების ჟამს (735-738 წწ.) არაბთა უთვალავმა ლაშქარმა გაიარა „გზა გურიისა“ („ქართლის ცხოვრება“).

    გურია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. სოფელ გურიანთაში აღმოჩნდა უძველესი ნამოსახლარი. ასეთივე ნამოსახლარი აღმოჩნდა სოფელ ანასეულში. აღსანიშნავია ვაშნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ადრექრისტიანული ძეგლები, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრები.

    გურია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საერისთავო იყო. როცა XV საუკუნეში საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, ჩამოყალიბდა გურიის სამთავრო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათ ძირითადი რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ.

    გამოყენებული ლიტერატურა:
    „საქართველო არის ესე“
    ციცინათელა, 2003

    კომენტარი ავტორი ზუკა ჭოხონელიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

    • zuka choxonelidze yvelaze yvelaze seqsualuriaa. dzalian magrad ty.vs 🙂

      კომენტარი ავტორი dea — აპრილი 17, 2010 @ 22:14 | პასუხი

      • am bijis skype an nomeri daweret raa 😦 imdges quchashi davinaxe :* udzalianmagresad simpatiuria, ramxela pexebi aqvs :O

        კომენტარი ავტორი teko — აპრილი 17, 2010 @ 22:14

      • dzalian nagli rojaa. radros zuka choxonelidzea gogoebo shemomxedet :* asi tavit vjobivar mag vitom da simpos 😀 mec ki davdivar suxishvilebshi vitom mere raa

        კომენტარი ავტორი mindia — აპრილი 17, 2010 @ 22:14

    • sheeshvit am sawyal bijs ki mara sololakshi bijebi dailiaa? ra ari xalxo ra yvela am bijs abavs 😀 mainc getyvit 😀 skypes zuka.choxonelidze esaa tu ar vdebi 🙂

      კომენტარი ავტორი anka — აპრილი 17, 2010 @ 22:14 | პასუხი

      • ra shuriani xalxia. mindia xar tu mindosa tu eseti magari xar dawere sheni zusti saxeli da gvari da mogivlian, gemrielad rom mogcxeben 😉 zukastan prostaa bevri ver miva raa. ubeduur

        კომენტარი ავტორი manual111 — აპრილი 17, 2010 @ 22:14

      • arc ise gadasarevi rojaa raaa. ras gavs 😀 😀 dzaan dzeskulad rom acvia magitom mogwoont? 😀 tan ra takoe rojaaa dzaan iperebs laa 😀

        კომენტარი ავტორი mishka — აპრილი 21, 2010 @ 22:14

    • auu exlaa vafshee yvelamm mismineett dzaan kargad vici ro tqven vincc zukaze amas wert 43 elebnii xart daa dzalian gtxovtt tavi sheikavott !!!!1 erti dzaan maineterseebb romeli bichi jobiaa 43 shi zukas !! :?:?:?:?

      კომენტარი ავტორი lika — აპრილი 21, 2010 @ 22:14 | პასუხი

      • vercc miva da verc veravinn ver miagwevss zukastan : ))

        კომენტარი ავტორი lika — აპრილი 21, 2010 @ 22:14

      • daadet am bichis surati ra tu shesadzlebelia 🙂 memgoni es vici vincaa da shemidzlia am rojaze iseti inpormacia mogawodot rac yvelas gagaoceebt 🙂 magram merwmunet magari adamiania 🙂 bevr gogos rom mowons es imas ar nishnavs rom swervaa 🙂 dzlian magari mocuravecaa mocekvavec da ravi magaria ra.

        კომენტარი ავტორი uchaa — მაისი 2, 2010 @ 22:14

      • auuu daqalma gamacno magari rojaa dzaan. magram ver vxvdebi tu aseti amayia da ragac ragas etenebit? 😀 mec dzalian momwons magram kiserze ar chamovkidebivar. au tan magrad curavs digomshi gavicani auzze 🙂 tu vinmes gindat chvens auzze siaruli dareket 822 63 37 78

        კომენტარი ავტორი niniko — მაისი 2, 2010 @ 22:14

    • gogoebo dagagviandat 😉 girchevt zuras sheeshvat getanxmebit yvelaze, yvelaze magari bichia aramarto sololakshi aramed mtel tbilisshi :))):*:*:*: da shen imeda xar tu kuziani kata girchevnia tavi shors daichiro chemgan getyoba magari shuriani da pidarasti roja xar tu sheidzleba komentarebs nugar gaagrdzelebt tqven gareshsc bevri awuxebs zuris…. xo kuziano katav tu pretenziebi gaqvs rame sheni skupe datove ok? da aq landzgvas sheeshviiiii…. nu xar bogma;)

      კომენტარი ავტორი nati — მაისი 2, 2010 @ 22:14 | პასუხი

      • mishka shen saertod chu ra ok? 🙂

        კომენტარი ავტორი nati — მაისი 2, 2010 @ 22:14

      • vaimeeeeeeeeeee rogor miyvarxar da ra magrad momwonxaar zuuk :* :* :* pan club unda gagixsna :* miyvars miyvars miyvars, ulamazesi bichia vaime meprenineba xolme rom davinaxaaav 😐

        კომენტარი ავტორი ninuka — იანვარი 24, 2012 @ 22:14

      • es bichi seushi swavloobs?

        კომენტარი ავტორი ika — იანვარი 24, 2012 @ 22:14

      • xoo seushi swavlobs jurnalistikaze 🙂

        კომენტარი ავტორი ninuka — იანვარი 24, 2012 @ 22:14

      • mere ras choraobt? tan sad ragac yle gverdze 😀 baz araa magari rojaa mara nu sheukirkitet moeshvit ra 😉

        კომენტარი ავტორი ninuka — იანვარი 24, 2012 @ 22:14

      • ninuka moshvebuli var ajobebs shen tu sheeshvebi 😉

        კომენტარი ავტორი ika — იანვარი 24, 2012 @ 22:14

      • sacole hyavs am bichs sacoleeeeeee, daanebet ertxel da samudamod taviii! ! isee dzan tesli vidi aqvs bazari araa magram nu axtebit yvela yleze 😀 😀

        კომენტარი ავტორი tiko — აგვისტო 23, 2012 @ 22:14

  14. მესხეთი

    მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური ხანის წყაროებში სტრაბონი მას მოიხსენიებს „მოსხიკეს“ სახელწოდებით.

    მესხეთი მოიცავდა მდინარე მტკვრის აუზის ზემო ნაწილს და მდინარე ჭოროხის აუზს მთლიანად. ამ ტერიტორიაზე ოდითგანვე სახლობდნენ ქართული ტომები – მესხები, რომელთა სახელიდანაც მომდინარეობს სახელწოდება მესხეთი.

    IX-X საუკუნეებში მესხეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო, რომლის ცენტრი იყო არტანუჯი.

    XII-XIII საუკუნეებიდან მესხეთი საქართველოს სამეფოს დიდმოხელე ერისთავთა, სამცხის სპასალარ ჯაყელ-ციხისჯვარელთა სამფლობელოდ იქცა. XVI საუკუნეში სამცხის საათაბაგო ოსმალებმა მიიტაცეს და იქ ახალციხის საფაშო შექმნეს. 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, მესხეთის ნაწილი საქართველოს დაუბრუნდა, ნაწილი კი დღემდე თურქეთის შემადგენლობაშია.

    კომენტარი ავტორი ჯაბა ჯაბაური — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  15. კახეთი

    უძველესი დროიდანვე კახეთის (ისტორიული კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის) ისტორია მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლურ ქართულ, ქართის სახელმწიფოებრიობის განვითარებას.

    ძვ.წ. XII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო ადმინისტრაციული ერთეულების – ხევების – ჩამოყალიბება. ასეთი ხევების მამასახლისები იყვნენ კახოსი, კუხოსი და ჰეროსი. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში, ფარნავაზის დროს, კახეთის სამამასახლისო კახეთის საერისთავოდ იქცა, მასში გაერთიანდა კუხეთის სამამასახლისოც. მათი გაერთიანება ბუნებრივად მოხდა. VI საუკუნის მეორე ნახევრიდან კახეთის საერისთავო გაფართოვდა, მასში ჰერეთიც გაერთიანდა.

    VIII საუკუნის 30-50-იან წლებში კახეთის საერისთავოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის სამთავრო. მოგვიანებით, „კახეთის“ ცნება საგრძნობლად შეიცვალა. კახეთს ჩამოსცილდა ჰერეთი, რომელიც დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. სამაგიეროდ, კახეთის საზღვრებში მოექცა გარდაბანი, საზღვრები გაფართოვდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებითაც.

    XII საუკუნეში კახეთი და ჰერეთი დავით აღმაშენებელმა გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. მაგრამ XV საუკუნეში, როცა საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, წარმოიქმნა გვიანდელი კახეთის სამეფო, გაუქმდა საერისთავოები და მათ ნაცვლად სამოურავოები შეიქმნა. XVII-XVIII საუკუნეებში კახეთს ჩამოშორდა მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი კაკ-ენისელი. XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა „საინგილო“.

    დღეს კახეთის შემადგენლობაშია საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები.

    კახეთი ძალიან მდიდარი რეგიონია. მის მადლიან მიწაზე მრავალგვარი მოსავალი მოდის. განსაკუთრებით კი კახეთი ცნობილია თავისი უგემრიელესი და მსოფლიოში სახელგანთქმული ღვინოებით. კახეთში განვითარებულია მესაქონლეობაც.

    გამოყენებული ლიტერატურა:
    „საქართველო არის ესე“
    ციცინათელა, 2003

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  16. ქართლი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური მხარეა. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით იგი რამოდენიმე ნაწილად იყოფა. ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის ერთი ნაწილი ბიბლიური უფლოსის სამფლობელო ყოფილა და მოიცავდა ტერიტორიას არაგვიდან ტაშისკარამდე და ფარავნამდე. ამ ტერიტორიას, ძველი ქართული წყაროების მიხედვით, „ზენა სოფელი“, ანუ „შიდა ქართლი“ ერქვა.

    დროთა განმავლობაში ქართლი ძალიან გაძლიერდა პოლიტიკურად და მისი სახელი განზოგადდა მთელ ქართულ მიწებზე. ანტიკური ხანის ბერძენი მწერლები და ისტორიკოსები – გელასი კესარიელი, რუფინუსი და სხვები, რომლებიც ქართლის გაქრისტიანების ამბავს მოგვითხრობენ, ქართლს, იგივე იბერიას, მთელ აღმოსავლეთ საქართველოდ, ანუ „ყოველ ქართლად“ მოიაზრებენ. ასეთივე მნიშვნელობით ვხვდებით მას გიორგი მეჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, სადაც წერია: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ამ „ქართლში“ იგულისხმებოდა ყველა ქართველის მიწა-წყალი, XI საუკუნიდან შემოდის ტერმინი „საქართველო“, რაც ქართველთა გაერთიანებულ სამკვიდროს აღნიშნავს.

    ქართლის დედაქალაქი თავდაპირველად მცხეთა იყო, მის შემდეგ ჯერ აღმოსავლეთის, შემდეგ სრულიად საქართველოს დედაქალაქი თბილისი გახდა. ისტორიული ქართლის უმთავრეს ქალაქებად მიჩნეულია: კასპი, ურბნისი, ოძრხე, უფლისციხე, გორი.

    XV საუკუნეში საქართველოს დაშლის შემდეგ ქართლის სამეფო დამოუკიდებელი ერთეული გახდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იგი კახეთის სამეფოს შეუერთდა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთს.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  17. კაპადოკია*

    კაპადოკიას ძველი ბერძნები უწოდებდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე ევფრატის ზემო წელიდან შავ ზღვამდე, მდინარე ჰალისის აუზის სრული მოცულობით.

    ეს ტერიტორია ძვ.წ.აღ. მეორე ათასწლეულში ეჭირათ ხეთებს – ქართველურ ტომთა შორეულ წინაპრებს. ხეთების შემდგომ კი კაპადოკიაში ცხოვრობდნენ სწორედ ქართველური ტომები: ხალიბები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, დრილები, სანიკები, შკვითინები, კოლხები, ტაოხები (ტაოელები), მოსხები (მესხები), სასპერები (იბერიელები).

    ასე რომ, კაპადოკია გეოგრაფიულადაც და ისტორიულადაც არა მარტო ესაზღვრებოდა საქართველოს, არამედ გარკვეულწილად, თვითონაც იყო „საქართველო“.

    კაპადოკიელთა სამეურნეო თუ საზოგადოებრივი ცხოვრებაც ზოგად ქართულისათვის დამახასიათებელი ცხოვრება იყო. ძველი ბერძნები კაპადოკიელთა სოფლის მეურნეობასაც ისეთივე „გეორგიად“ მოიხსენებდნენ, როგორც საკუთრივ საქართველოს. იმ ძველ დროში ყველაზე სრულქმნილი და დახვეწილი სამთამადნო მეურნეობა და ლითონწარმოება, ანუ „მეტალურგია“ უწინარესად სწორედ „კაპადოკიურ-ქართულობით“ გაიაზრებოდა და განისაზღვრებოდა.

    კაპადოკიის ქართველური ტომი – ხალიბები ხომ იმდროინდელი მსოფლიოსათვის ყველაზე სრულქმნილ ოსტატებად, მეტალურგიის „კლასიკოსებად“ იყვნენ მიჩნეულნი. ბერძნული სიტყვები „ხალიბოს“, „ხალიპს“ – ფოლადი, რვალი სწორედ იმ ქართველ ხალიბს და მის საქმიანობას უკავშირდება.

    ძვ.წ.აღ. VI საუკუნის დამდეგს კაპადოკია მთელ მცირე აზიასთან ერთად დაიპყრო ირანულმა სახელმწიფომ – მიდიამ. იმავე საუკუნის მეორე ნახევარში კი მიდიის მთელი მემკვიდრეობა და მათ შორის კაპადოკიაც გადადის მეორე დიდი ირანული სახელმწიფოს – დიდი კიროს აქემენიდის მიერ დაარსებულ სპარსეთის სახელმწიფოში. კაპადოკია ორ სატრაპიად (ოლქად) გაიყო: ცენტრალურ – საკუთრივ კაპადოკიად და ზღვის სანაპირო პონტოდ.

    შემდგომ, ძვ.წ.აღ. IV საუკუნის 30-იან წლებში თვითონ მთელი სპარსეთიც და საერთოდ მსოფლიო, ბალკანეთიდან შუაგულ ინდოეთამდე, დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა. მის ხელთ მოჰყვა ეს ქართველური ქვეყნები – კაპადოკია და პონტო.

    ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილს უმალვე მისი სახელმწიფოს დაშლა-დანგრევა მოჰყვა. ასე წარმოიქმნენ ე.წ. ელინისტური (ბერძნულ-აღმოსავლური) სახელმწიფოები, რომელთა შორის დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ კაპადოკია და პონტო.

    მაგრამ ძალიან მალე, ძვ.წ.აღ. II საუკუნეში, აზიაში იჭრებიან ახალი მსოფლიო დამპყრობელნი, ესენი არიან რომაელები, რომელთაც თავიანთ ხელთ მოიქციეს კაპადოკიაც და პონტოც.

    ძვ.წ.აღ. I საუკუნეში პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა რომისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კაპადოკიაც შეიერთა, კოლხეთიც, მთელი შავი ზღვის აუზიც, ჩრდილოეთ ყირიმის მითვლით.

    მითრიდატე ძლიერი პიროვნება იყო – ტანად გოლიათი, უმამაცესი და უნიჭიერესი, 22 ენას ფლობდა, ამდენ ენაზე შეეძლო ბრწყინვალე ორატორული სიტყვა წარმოეთქვა…

    მითრიდატე პონტოელმა მთელი სიცოცხლე რომაელების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. ნახევარი საუკუნე დასჭირდა რომს მითრიდატე პონტოელის დასამარცხებლად და პონტო-კაპადოკიის ხელახლა დასაპყრობად. ძლეულმა მეფემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

    I საუკუნეში ქრისტეს შობის, მისი მესიანისტური მოღვაწეობის, გოლგოთაზე ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შემდგომ, თვით ღვთისმშობლისგან წარმოგზავნილი მოციქულნი ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი სწორედ კაპადოკია-პონტოს გამოვლით შემოდიან საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად.

    რომის მსოფლიო ბატონობა გრძელდებოდა. ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. ყველაზე დიდი და მძვინვარე მტერი ამ ახალი სარწმუნოებისა იყო იმპერატორი დიოკლიტიანე (284-305წწ.), რომლის ბრძანებითაც ქრისტიანობისათვის უსასტიკესად აწამეს კაპადოკიელი მეომარი გიორგი. ეს მოხდა III საუკუნეში. გადმოცემით, წმინდა გიორგი სწორედ იმ ქართველთა ჩამომავალი იყო, რომლებიც უძველესი დროიდან სახლობდნენ კაპადოკიაში. ალბათ არცთუ შემთხვევით, ქართჳელთა გაქრისტიანების შემდეგ წმინდა გიორგი საქართველოს მფარველ წმინდანად გამოცხადდა.

    მანამდე, III საუკუნის ბოლოს, რომის იმპერია შუაზე გაიყო – აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერიებად. აღმოსავლეთის ცენტრი შეიქმნა იმპერატორკონსტანტინესგან დაარსებული ახალი სატახტო ქალაქი კონსტანტინეპოლი, რომლის კურთხევა მოხდა 330 წლის 11 მაისს. ხოლო რაკი ახალი სატახტო ქალაქი აშენდა ძველი ბერძნული კოლონიის – ბიზანტიონის – ადგილზე, შემდგომში რომის აღმოსავლეთ იმპერიასაც დაერქვა „ბიზანტიის იმპერია“.

    კაპადოკია ბიზანტიის ერთი პროვინცია იყო.

    იმპერატორმა კონსტანტინემ აქამდე დევნილი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მოინათლა კაპადოკიაც, აქ განსაკუთრებით გაიშალა ბერ-მონაზვნული ცხოვრება, დღემდე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი უამრავი ტაძარი, ლავრა და დაყურებულ ბერთა სენაკი, სადაც შემორჩენილი უნიკალური მხატრვრობის ნიმუშები გადმოგვცემენ წარსულ დიდებას.

    330-335 წლებში სწორედ კაპადოკიიდან საქართველოს გასაქრისტიანებლად შემოვიდა წმინდა ქალწული ნინო განმანათლებელი.

    დღესდღეობით კაპადოკია თურქეთის სახელმწიფოს ნაწილია.

    გამოყენებული ლიტერატურა:
    ლევან სანიკიძე „კაპადოკია“
    „საქართველო არის ესე“, ტ.8, 2003

    *

    კომენტარი ავტორი დათო გურაბანიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  18. ჯავახეთი სამხრეთ საქართველოს მხარეა. იგი პირველად იხსენიება ძვ.წ. 785 წელს ურარტუს მეფის არგიშთი I წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე. ქართული წყაროების მიხედვით, ჯავახეთი ოდითგანვე წუნდის საერითავოში შედიოდა და ქართლის მეფეს ემორჩილებოდა. წმინდა ნინო ჯავახეთიდან შემოვიდა მცხეთაში. ჯავახეთის საეკლესიო ცენტრი კუმურდოს ტაძარი იყო.

    ისტორიულად ჯავახეთი იყოფოდა ზემო ჯავახეთად და ქვემო ჯავახეთად. XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი, ხოლო ქვემო ჯავახეთის ცენტრს X საუკუნიდან თმოგვი წარმოადგენდა.

    საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების ხანაში (XI-XIII სს.) ჯავახეთი აღმავლობის გზას ადგა. აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები. აქ არის ცნობილი ვარძიის კომპლექსი.

    XII საუკუნიდან ჯავახეთს თორელთა საგვარეულო განაგებდა. XV საუკუნიდან ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა, ხოლო XVI საუკუნეში ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქართლსა და იმერეთში გადასახლდა, ადგილზე დარჩენილები იძულებით გაამაჰმადიანეს.

    XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა. ამავე პერიოდში რუსეთიდან გადმოასახლეს ერთ-ერთი სექტის მიმდევრები – დუხობორები.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  19. თავდაპირველად აფხაზეთს ეჭირა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და კოლხეთის სამეფოში შედიოდა. სახელწოდება „აფხაზეთი“ ქართულ წერილობით წყაროებში პირველად მე-8 იხსენიება, მანამდე კი ხმარობდნენ ბერძნულ ფორმას „აბასკ-აბასკოის“, რაც ქართული „აფხაზის“ სინონიმია.

    დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველად (ანტიკურ ხანაში) ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქართველური და მათი მონათესავე ტომები: აბაზგები, აფშილები, მესხები, კოლხები და სხვ. VII-VIII საუკუნეებისათვის ეს ტომები უკვე გაერთიანდნენ და „აფხაზის“ სახელწოდების ქვეშ მოექცნენ. ეს სუფთა ქართული ტომობრივი გაერთიანება იყო, რაზეც მიუთითებს როგორც მათი სახელი, ისე მათი ქალაქებისა და სოფლების დასახელებები, რომლებიც ასევე წმინდა ქართული წარმოშობისაა. მაგ., ბიჭვინთა, ცხუმი, გაგრა, სოჭი, სხემარი და სხვ.

    კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ეკუთვნოდა: ლაზ-მეგრელებს, აფხაზ-აფშილებსა და სვანებს. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს უძლიერესი ქართული სამეფო საერთო სამწერლობო ენით, ყოფა-ცხოვრების წესითა და კულტურით.

    კომენტარი ავტორი GIORGI CHOXONELIDZE — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  20. დავით მუსხელიშვილი
    კლარჯეთი

    კლარჯეთი ისტორიული სამხრეთ საქართველოს მხარეა. სახელწოდება კლარჯეთი მომდინარეობს დაბა კლარჯეთის სახელისაგან. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენციაც V საუკუნის მეორე ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო, რომლის ცენტრი ახიზაში იყო.

    VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატოვანთა დინასტია. IX საუკუნის დამდეგს მეფე აშოტ I დიდმა (კურაპალატმა) არაბთა ლაშქრობებითა და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა. ამავე დროს, აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა წმინდა მამის – გრიგოლ ხანძთელის – თაოსნობით. კლარჯეთი განთქმული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით.

    XVI საუკუნეში კლარჯეთი საქართველოს სხვა ტერიტორიულ ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.

    გამოყენებული ლიტერატურა:
    „საქართველო არის ესე“
    ციცინათელა, 2003

    კომენტარი ავტორი ზუკა ჭოხონელიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  21. სვანეთი მუდამ ბურჯად და დარაჯად ედგა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებს და სამხედრო დაცვას. სვანთა საერთო ქართული თვითშეგნების თვალსაზრისით ნიშანდობლივია ლატალის თემის სოფელ მუხერის ეკლესიის ერთ-ერთი ხატის წარწერა (X ს.): „წმიდა მთავარანგელოზო მუხერისაო, ხელთუქმნელო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი და დადიანი და დიდებულნი და ერთობლივი საქართველო და ერთობილნი სუანნი“.

    კომენტარი ავტორი ირაკლი ჯანდიერი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  22. საინგილო

    საინგილო კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია. ახლა აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული. იგი ინგილოებითაა დასახლებული. ინგილოები ისეთივე ქართველები არიან, როგორც კახელები, ქართლელები, იმერლები, მეგრელები და სხვები.

    საინგილო ძველი ქართული სამთავროს – ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. ოსმალებისა და სპარსელების გამუდმებულმა თავდასხმებმა ძლიერ დაასუსტა ეს მხარე, რითიც სარგებლობდნენ ლეკები და სახლდებოდნენ განადგურებული ქართული მოსალხეობის ნაფუძარზე. ამავდროულად, ხდებოდა ინგილოების დაყმევება და გამაჰმადიანება.

    დროთა განმავლობაში საინგილო ერთიანად მოსწყდა კახეთის სამეფოს. კახეთის მეფეების ცდა, გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს საინგილო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით მას ზაქართლის ოლქი ეწოდა.

    საინგილო საქართველოს დაუბრუნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს (1918-1921), კერძოდ, 1920 წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც რუსეთმა ზაქათლის ოლქი საქართველოს ტერიტორიად აღიარა. მაგრამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართველმა ბოლშევიკებმა საინგილო კვლავ გაასხვისეს. აზერბაიჯანთან დადებული დადგენილება-შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რევკომების (რევოლუციური კომიტეტები) თავჯდომარეები ფილიპე მახარაძე და ნარიმან ნარიმანოვი, ზაქათლის ოლქი აზერბაიჯანს გადაეცა.

    ამრიგად, საქართველომ ბოლშევიკების წყალობით თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.

    კომენტარი ავტორი ჯაბა ჯაბაური — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  23. ლევან ფრუიძე
    გურია

    გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. სახელწოდება „გურიის“ წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ივანე ჯავახიშვილი მას ქართველთა უძველეს სახელწოდებას „ჰიბერს“ უკავშირებს და აქედან ნაწარმოებად მიაჩნია „ეგრისი“ – „მეგრელი“ და „გურია“ – „გურული“.

    გურია სამ რაიონს მოიცავს: ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის.

    გურიაში საკმაოდ იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა. აქ მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ღომი და სიმინდი, ითესებოდა ბრინჯი და ბამბა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურულებს მრავლად მოჰყავდათ ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული და სხვა ხილი. გურიაში ოდითგანვე იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. ვენახები მაღლად (ხეებზე აყვანილი) ჰქონდათ გაშენებული. საყოველთაოდ იყო განთქმული ჩხავერის ღვინო. მაღალ დონეზე იდგა მესაქონლეობაც.

    ქართულ წერილობით წყაროებში გურია პირველად იხსენიება VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. მემატიანე იუწყება, რომ მურვან-ყრუს შემოსევების ჟამს (735-738 წწ.) არაბთა უთვალავმა ლაშქარმა გაიარა „გზა გურიისა“ („ქართლის ცხოვრება“).

    გურია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. სოფელ გურიანთაში აღმოჩნდა უძველესი ნამოსახლარი. ასეთივე ნამოსახლარი აღმოჩნდა სოფელ ანასეულში. აღსანიშნავია ვაშნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ადრექრისტიანული ძეგლები, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრები.

    გურია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საერისთავო იყო. როცა XV საუკუნეში საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, ჩამოყალიბდა გურიის სამთავრო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათ ძირითადი რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ.

    გამოყენებული ლიტერატურა:
    „საქართველო არის ესე“
    ციცინათელა, 2003

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  24. იმერეთი“, როგორც სახელწოდება და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, საკმაოდ გვიან წარმოიშვა. ადრე აქ იყო ისტორიული არგვეთი, რომელშიც მთელი იმერეთი და რაჭის ნაწილიც შედიოდა.

    იმერეთის სამეფო XV საუკუნეში ჩამოყალიბდა და დროდადრო მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა.

    სახელწოდება „იმერეთის“ დამკვიდრებას ვახუშტი ბატონიშვილი ასე ხსნის: როცა ბაგრატიონებმა აფხაზეთი და მთელი საქართველო დაიპყრეს, მათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი.

    იმერეთი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. აქაური ვაზის ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ალადასტური და სხვა საუკეთესო ღირსებებით გამოირჩევა.

    იმერეთის გულია ქუთაისი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, სადაც უამრავი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი.

    კომენტარი ავტორი GIORGI CHOXONELIDZE — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  25. საინგილო კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია. ახლა აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული. იგი ინგილოებითაა დასახლებული. ინგილოები ისეთივე ქართველები არიან, როგორც კახელები, ქართლელები, იმერლები, მეგრელები და სხვები.

    საინგილო ძველი ქართული სამთავროს – ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. ოსმალებისა და სპარსელების გამუდმებულმა თავდასხმებმა ძლიერ დაასუსტა ეს მხარე, რითიც სარგებლობდნენ ლეკები და სახლდებოდნენ განადგურებული ქართული მოსალხეობის ნაფუძარზე. ამავდროულად, ხდებოდა ინგილოების დაყმევება და გამაჰმადიანება.

    დროთა განმავლობაში საინგილო ერთიანად მოსწყდა კახეთის სამეფოს. კახეთის მეფეების ცდა, გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს საინგილო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით მას ზაქართლის ოლქი ეწოდა.

    საინგილო საქართველოს დაუბრუნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს (1918-1921), კერძოდ, 1920 წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც რუსეთმა ზაქათლის ოლქი საქართველოს ტერიტორიად აღიარა. მაგრამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართველმა ბოლშევიკებმა საინგილო კვლავ გაასხვისეს. აზერბაიჯანთან დადებული დადგენილება-შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რევკომების (რევოლუციური კომიტეტები) თავჯდომარეები ფილიპე მახარაძე და ნარიმან ნარიმანოვი, ზაქათლის ოლქი აზერბაიჯანს გადაეცა.

    ამრიგად, საქართველომ ბოლშევიკების წყალობით თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  26. აჭარის ტერიტორია ძველთაგანვე ზემო ქართლში შედიოდა. მეფე ფარნავაზის დროს (ძვ.წ.აღ. 300-237 წწ.) სამცხესთან ერთად შეადგენდა მისი სამეფოს მეექვსე საერისთავოს ნაწილს. აჭარა სამცხესთან ერთად ქრისტეს რჯულზე მოაქცია წმიდა ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში.

    აჭარის ტერიტორია ძველთაგანვე ზემო ქართლში შედიოდა. მეფე ფარნავაზის დროს (ძვ.წ.აღ. 300-237 წწ.) სამცხესთან ერთად შეადგენდა მისი სამეფოს მეექვსე საერისთავოს ნაწილს. აჭარა სამცხესთან ერთად ქრისტეს რჯულზე მოაქცია წმიდა ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში.

  27. სამცხე სამხრეთ საქართველოს ისტორიული მხარეა. მოიცავს ახლანდელი ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და თურქეთის მომიჯნავე ტერიტორიულ ნაწილს. სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური. აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის – სამძივარის რეზიდენცია. სამძივარი წმინდა ანდრია პირველწოდებულს მოუქცევია ქრისტიანობაზე, მასვე დაუსვენებია აწყურის ტაძარში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.

    XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდეგ კი კვლავ სამეფო ხელისუფლების ხელში გადავიდა. ამ პერიოდში დაწინაურდა სამეფო ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა – ჯაყელ-ციხისჯვარელთა – გვარი.

    1266 წელს სამცხე მონღოლებმა დაიმორჩილეს.

    XII-XIV საუკუნეები სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აქ აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე.წ. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი).

    XVI საუკუნის პირველ ნახევარში სამცხესა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე შეიქმნა სამცხე-საათაბაგო.

    XVI საუკუნის მეორე ნახევარში სამცხე თანდათან დაიპყრო ოსმალეთმა. რუსეთ-თურქეთის ომის (1828-1829წწ.) შემდეგ სამცხის ერთი ნაწილი საქართველოს დაუბრუნდა, ნაწილი დღევანდელი თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებშია.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  28. შიდა ქართლი, აღმოსავლეთ საქართველოს მხარე, ქართლის ერთი ნაწილია. მისი ადრინდელი სახელია „ზენა სოფელი“.

    შიდა ქართლს, ცენტრალური ადგილმდებარეობის გამო, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ხდებოდა ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ხოლო შუა საუკუნეებში მის ირგვლივ მიმდინარეობდა საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი.

    დღესდღეობით, შიდა ქართლი მოიცავს: გორის, დუშეთის, კასპის, მცხეთის, ქარელისა და ხაშურის რაიონებს. ისტორიულად გვიანდელი „სამხრეთ ოსეთის აო-ს“ ტერიტორია შიდა ქართლის შემადგენელი ნაწილია.

    შიდა ქართლში განვითარებული იყო მიწათმოქმედება, მემინდვრეობა და მებაღეობა-მევენახეობა, რაც განსაზღვრავდა მის ეკონომიკურ სიძლიერეს. მაღალ დონეზე იდგა მეხილეობა, სელის ზეთის გამოხდა, მეაბრეშუმეობა, ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგია, მესაქონლეობა.

    შიდა ქართლზე უძველესი დროიდან გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ჩრდილოეთიდან მოემართებოდა დარიალის, ანუ არაგვის გზა, რომელიც გადიოდა მცხეთაზე. ანტიკურ ხანაში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო-სატრანზიტო ე.წ. „აბრეშუმის გზის“ ერთი მონაკვეთი გადიოდა ამიერკავკასიაზე, კერძოდ, შიდა ქართლზე. ეს გზა მტკვრის ორივე სანაპიროს მიუყვებოდა.

    შიდა ქართლში მოსახლეობა უძველესი დროიდან სახლობდა. იქიდან მოყოლებული, მოსახლეობის კვალი ამ ტერიტორიაზე უწყვეტად ჩანს.

    ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიშვა იბერიის (ქართლის) ერთიანი სამეფო, რომლის ცენტრი იყო მცხეთა. ამ სამეფოს სათავეში ედგა მცხეთელი მამასახლისის ძმისწული ფარნავაზი. შიდა ქართლი ამ სამეფოს ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო და მას სპასპეტი განაგებდა.

    XI-XIII საუკუნეებში შიდა ქართლის სასპასპეტო, ანუ საერისთავთერისთავო, მთელ შიდა ქართლს მოიცავდა. XIII საუკუნეში შიდა ქართლის სასპასპეტო დაიშალა და მის ტერიტორიაზე აღმოცენდა შემდეგი საერისთავოები: ქსნის, არაგვის, საციციანო, საამილახვრო, სამაჩაბლო, საამირეჯიბო, საჯავახიანო, სამუხრანბატონო.

    შიდა ქართლი ნაწილია იმ არეალისა, სადაც უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველური ტომები. სწორედ აქ მოხდა ქართველთა ეთნიკური გაერთიანება.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  29. გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. სახელწოდება „გურიის“ წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ივანე ჯავახიშვილი მას ქართველთა უძველეს სახელწოდებას „ჰიბერს“ უკავშირებს და აქედან ნაწარმოებად მიაჩნია „ეგრისი“ – „მეგრელი“ და „გურია“ – „გურული“.

    გურია სამ რაიონს მოიცავს: ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის.

    გურიაში საკმაოდ იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა. აქ მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ღომი და სიმინდი, ითესებოდა ბრინჯი და ბამბა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურულებს მრავლად მოჰყავდათ ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული და სხვა ხილი. გურიაში ოდითგანვე იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. ვენახები მაღლად (ხეებზე აყვანილი) ჰქონდათ გაშენებული. საყოველთაოდ იყო განთქმული ჩხავერის ღვინო. მაღალ დონეზე იდგა მესაქონლეობაც.

    ქართულ წერილობით წყაროებში გურია პირველად იხსენიება VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. მემატიანე იუწყება, რომ მურვან-ყრუს შემოსევების ჟამს (735-738 წწ.) არაბთა უთვალავმა ლაშქარმა გაიარა „გზა გურიისა“ („ქართლის ცხოვრება“).

    გურია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. სოფელ გურიანთაში აღმოჩნდა უძველესი ნამოსახლარი. ასეთივე ნამოსახლარი აღმოჩნდა სოფელ ანასეულში. აღსანიშნავია ვაშნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ადრექრისტიანული ძეგლები, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრები.

    გურია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საერისთავო იყო. როცა XV საუკუნეში საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, ჩამოყალიბდა გურიის სამთავრო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათ ძირითადი რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  30. სამეგრელო

    სამეგრელოს წარსული დაკავშირებულია ძველ კოლხეთთან, რომელშიც მთლიანად შედიოდა დღევანდელი სამეგრელო. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში კოლხეთი იცვლიდა ხოლმე სახელწოდებას. უძველეს დროში მას ეწოდებოდა „კოლხიდა“ ან „კოლხეთი“. შემდგომში ტერმინი „კოლხეთი“ შეიცვალა „ლაზიკის“ სახელით. თუმცა ძველი სახელიც დიდხანს შერჩა ამ სახელმწიფოს. ამავე დროს, ბერძნულ-რომაული სახელწოდება „ლაზიკის“ გვერდით, ამ სამეფოს აღსანიშნავად ქართულ წყაროებში გვხვდება სახელწოდება „ეგრისი“. აქედანაა ნაწარმოები მეგრელების სატომო სახელი „მ-ეგრ-ელი“. ამრიგად, სამეგრელოს ძველი ქართული სახელწოდებაა ეგრისი და შემდეგში აქედან ნაწარმოები სა-მ-ეგრ-ელო-ო.

    VIII საუკუნის დასასრულს „ეგრისის“ პარალელურად და მის შემცვლელად ფეხს იკიდებს ტერმინი „აფხაზეთი“, შემდეგ კი ამავე მნიშვნელობით – „იმერეთი“. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „საერთოდ, ამ ქვეყნის სახელი სამია: პირველად ეგრისი, მეორედ აფხაზეთი, მესამედ იმერეთი“.

    გვიან შუა საუკუნეებში სამეგრელოს „ოდიში“ ეწოდებოდა. მის ერისთავთა პირველი გვარეულობა ბედან დადიანისაგანაა წარმომდგარი. დროთა განმავლობაში, დადიანებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და საერისთავო სამთავროდ აქციეს.

    თავდაპირველად სამეგრელოს ტერიტორიაზე საეროსთავო ჩამოყალიბდა. XI-XII საუკუნეებში საქართველოს პროვინციების მართვა-გამგეობა ერისთავებს ჰქონდათ ჩაბარებული, რომელთაც მეფე ნიშნავდა. თამარს ოდიშის საერისთავოში განუწესებია ბედიანი. ოდიშის დაწინაურება დაიწყო თამარის დროს, როცა სამეფო კარზე აღზევებულმა მსახურთ-უხუცესმა ვარდან დადიანმა „საპატრონოდ“ მიიღო ლიხთ-იმერეთი. რუსუდანის დროს დაწინაურებულა ცოტნე დადიანი, რომელიც საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო მაშინდელ ერისთავ-დიდებულთა შორის.

    საქართველოს ძლიერების ხანაში ოდიშის ერისთავები ვერ ბედავდნენ მეფის ურჩობას და მას ემორჩილებოდნენ. ოდიშის საერისთავოში იყო ჭყონდიდის საეპისკოპოსო, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნისა და მონარქიის ძლიერებისათვის. ჭყონდიდელი იყო მეფის მრჩეველი, მართლმსაჯული და უღონოთა და ქვრივთა მზრუნველი, მწიგნობართუხუცესი.

    XIVსაუკუნეში იმერეთის სამეფოში ატეხილი შფოთით ისარგებლეს ერისთავებმა და დამოუკიდებელ სამთავროებად ჩამოყალიბდნენ. მათ შორის ყველაზე ძლიერი იყო ოდიშის საერისთავო, რომლის პირველ ერისთავ-მთავრად უნდა ჩაითვალოს გიორგი I დადიანი. სამთავროს შენარჩუნება-გაფართოებაზე ზრუნავდნენ მისი მემკვიდრენიც.

    XIX საუკუნეში ოდიშის სამთავრო საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად რუსეთის შემადგენლობაში მოექცა.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  31. ჯავახეთი სამხრეთ საქართველოს მხარეა. იგი პირველად იხსენიება ძვ.წ. 785 წელს ურარტუს მეფის არგიშთი I წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე. ქართული წყაროების მიხედვით, ჯავახეთი ოდითგანვე წუნდის საერითავოში შედიოდა და ქართლის მეფეს ემორჩილებოდა. წმინდა ნინო ჯავახეთიდან შემოვიდა მცხეთაში. ჯავახეთის საეკლესიო ცენტრი კუმურდოს ტაძარი იყო.

    ისტორიულად ჯავახეთი იყოფოდა ზემო ჯავახეთად და ქვემო ჯავახეთად. XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი, ხოლო ქვემო ჯავახეთის ცენტრს X საუკუნიდან თმოგვი წარმოადგენდა.

    საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების ხანაში (XI-XIII სს.) ჯავახეთი აღმავლობის გზას ადგა. აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები. აქ არის ცნობილი ვარძიის კომპლექსი.

    XII საუკუნიდან ჯავახეთს თორელთა საგვარეულო განაგებდა. XV საუკუნიდან ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა, ხოლო XVI საუკუნეში ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქართლსა და იმერეთში გადასახლდა, ადგილზე დარჩენილები იძულებით გაამაჰმადიანეს.

    XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა. ამავე პერიოდში რუსეთიდან გადმოასახლეს ერთ-ერთი სექტის მიმდევრები – დუხობორები.

    კომენტარი ავტორი ზუკა ჭოხონელიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  32. ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მხარეა. ის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილო კალთებზე მდებარეობს. ხევსურეთი კავკასიონზე ხურჯინივით არის გადაკიდებული და 1050 კვ/კმ-ს მოიცავს.

    ხევსურეთი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა – პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთად. პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია ბარისახო, პირიქითასი კი – შატილი.

    ტერმინი „ხევსური“ ხევის მკვიდრს უნდა ნიშნავდეს და ასე უნდა იყოს ნაწარმოები: ხევის-ი > ხევის-ურ-ი > ხევ-ს-ურ-ი. თავდაპირველად ხევსურეთი ლეონტი მროველის (XI ს.) თხზულების არშიაზე გვხვდება. მანამდე ხევსურეთი ფშავითურთ იხსენიებოდა საერთო სახელწოდებით – ფხოვი. მემატიანეთა ცნობებით, თანამედროვე ხევსურების წინაპრებს – ფხოველებს – ამ ტერიტორიაზე პირველი საუკუნიდან მაინც უნდა ეცხოვრათ.

    ხევსურები თავგამოდებით იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის, აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის 1659 წლის აჯანყებაში, ასპინძის (1770 წ.), კრწანისის (1795 წ.) ბრძოლებში, მთიულეთისა (1804 წ.) და კახეთის (1812 წ.) აჯანყებებში.

    ხევსურები სამეურნეო ყოფა-ცხოვრებითა და გარეგნული იერსახით დიდად არ განსხვავდებიან სხვა მთიელი ქართველებისაგან. ისინი უხსოვარი დროიდან მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. უწინ ფართოდ იყო გავრცელებული ქარგულობა, ქსოვა, ხეზე კვეთა, მჭედლობა, ნადირობა. საყოველთაოდაა ცნობილი ხევსურული ხალხური პოეზია.

    კომენტარი ავტორი ზუკა ჭოხონელიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  33. ქვემო ქართლი, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარე, ქართლის ერთი ნაწილია. სახელწოდება „ქვემო ქართლი“ მიუთითებს მის მდებარეობაზე მდინარე მტკვრის დინების ქვემო – მარჯვენა მხარეს.

    ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ეს მხარე ქართლის პიტიახშს ემორჩილებოდა. VII-XI საუკუნეებში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა თბილისის საამირო, კლდეკარის საერისთავო და ტეშირ-ძოგარეთის სამეფო. XII-XIII საუკუნეებში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე გაგისა და ლორეს სანაპირო საერისთავოები იყო.

    XV საუკუნიდან დაიწყო მომთაბარე თურქმენული ტომების (ელის) ჩამოსახლება. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში შეიქმნა საბარათიანო, საორბელიანო და სხვა სათავადოები, ასევე „მეწინავე სადროშო“.

    XVII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I აქ ბორჩალუს მომთაბარე ტომი ჩამოასახლა. ამავე დროს დააარსა ლორეს სახანო.

    XVIII საუკუნეში ლეკების გამუდმებული თავდასხმების გამო ქვემო ქართლი მკვიდრი მოსახლეობისაგან თანდათან დაიცალა. შემდგომ ხანებში აქ გაჩნდნენ თურქულენოვანი, სომეხი და სხვა მოახალშენენი.

    დღეს ქვემო ქართლი მოიცავს ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრი წყაროს რაიონებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  34. ტერიტორიითა და მოსახლეობით ხევი არ არის დიდი, მაგრამ მრავალმხრივ საინტერესო, მდიდარი ისტორიული წარსულის მხარეა. XVI-XVIII საუკუნეებში ეს კუთხე არაგვის საერისთავოს ეკუთვნოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თეიმურაზ მეორემ ეს საერითავო გააუქმა, ხევი და მიმდებარე ტერიტორიები საუფლისწულო მამულად იქცა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხევი ანანურის მაზრაში მოექცა, რომელიც შემდეგ დუშეთის მაზრად გარდაიქმნა. დღეს ხევი ყაზბეგის რაიონს ეკუთვნის.

    ხევის მოსახლეობის საარსებო წყაროს ოდითგანვე წარმოადგენდა მესაქონლეობა და მთის მიწათმოქმედება, შემოსავლის დამხმარე წყარო კი იყო შინამრეწველობა, მონადირეობა, საქართველოს სამხედრო გზაზე მუშაობა და ქირით ტვირთის ზიდვა.

    ხევში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, რომელთა შორის გამოირჩევა IX-X საუკუნეების გარბის, სიონისა და ახალციხის ორნავიანი ბაზილიკები და XIII-XIV საუკუნეების გერგეტის გუმბათოვანი სამების ტაძარი. თავდაცვითი ნაგებობებიდან აღსანიშნავია არშის, სნოსა და დარიალის ციხეები. ამათგან საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრების დაცვაში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა პირველი საუკუნიდან არსებულ დარიალის ციხეს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ხევი იყო პირველი, სადაც ქრისტიანობამ ყველაზე ადრე მოიკიდა ფეხი. ეს წმინდა ნინოს ღვაწლით მოხდა. ქართველი მეფეები აქედან ავრცელებდნენ ქრისტიანობას ჩრდილოეთ კავკასიაში.

    ხევმა მრავალი ცნობილი ადამიანი გაუზარდა საქართველოს. აქედან იყვნენ: ცნობილი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი, სამხედრო, საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწე გიორგი ყაზბეგი, მეცნიერები ვანო შადური და ოთარ ღუდუშაური, მომღერლები იანო ალიბეგაშვილი და ნანი ქავთარაშვილი.

    კომენტარი ავტორი დათო მაზმიშვილი — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  35. ტერიტორიითა და მოსახლეობით ხევი არ არის დიდი, მაგრამ მრავალმხრივ საინტერესო, მდიდარი ისტორიული წარსულის მხარეა. XVI-XVIII საუკუნეებში ეს კუთხე არაგვის საერისთავოს ეკუთვნოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თეიმურაზ მეორემ ეს საერითავო გააუქმა, ხევი და მიმდებარე ტერიტორიები საუფლისწულო მამულად იქცა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხევი ანანურის მაზრაში მოექცა, რომელიც შემდეგ დუშეთის მაზრად გარდაიქმნა. დღეს ხევი ყაზბეგის რაიონს ეკუთვნის.

    ხევის მოსახლეობის საარსებო წყაროს ოდითგანვე წარმოადგენდა მესაქონლეობა და მთის მიწათმოქმედება, შემოსავლის დამხმარე წყარო კი იყო შინამრეწველობა, მონადირეობა, საქართველოს სამხედრო გზაზე მუშაობა და ქირით ტვირთის ზიდვა.

    ხევში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, რომელთა შორის გამოირჩევა IX-X საუკუნეების გარბის, სიონისა და ახალციხის ორნავიანი ბაზილიკები და XIII-XIV საუკუნეების გერგეტის გუმბათოვანი სამების ტაძარი. თავდაცვითი ნაგებობებიდან აღსანიშნავია არშის, სნოსა და დარიალის ციხეები. ამათგან საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრების დაცვაში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა პირველი საუკუნიდან არსებულ დარიალის ციხეს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ხევი იყო პირველი, სადაც ქრისტიანობამ ყველაზე ადრე მოიკიდა ფეხი. ეს წმინდა ნინოს ღვაწლით მოხდა. ქართველი მეფეები აქედან ავრცელებდნენ ქრისტიანობას ჩრდილოეთ კავკასიაში.

    ხევმა მრავალი ცნობილი ადამიანი გაუზარდა საქართველოს. აქედან იყვნენ: ცნობილი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი, სამხედრო, საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწე გიორგი ყაზბეგი, მეცნიერები ვანო შადური და ოთარ ღუდუშაური, მომღერლები იანო ალიბეგაშვილი და ნანი ქავთარაშვილი.

    კომენტარი ავტორი ზუკა ჭოხონელიძე — თებერვალი 13, 2007 @ 22:14 | პასუხი

  36. თბილისის ზოგიერთი უბნის სახელწოდება

    აბანოთუბანი – თბილისის სამკურნალო თბილი წყლები ყოველთვის განთქმული იყო. აქ საგანგებოდ ააგეს აბანოები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. იმ უბანს, სადაც ისინი მდებარეობს „აბანოთუბანი“ ეწოდება.

    ავლაბარი – გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. იგი სასწრაფოდ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ გაემართნენ. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს.

    არის სხვა ვარაუდიც. ფიქრობენ, რომ სიტყვა „ავლაბარი“ მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად „ჰავალი“ ნიშნავს „მიდამოს“, „ბირ“ – „სასახლეს“, ე.ი. „ავლაბარი“ სასახლის მიდამოს ნიშნავს. ამ უბანში მდებარეობდა მეფის სასახლე.

    დიდუბე – წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი უბე“, ე.ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. დიდუბე თბილისის განაპირა ადგილის სახელად პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის შემდეგ აქ გამართულ ზეიმს აღგვიწერს. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია.

    ვარკეთილი – მომდინარებს სახელწოდებიდან „ველიკეთილი“. ასე ერქვა ამ ადგილს უწინ.

    ისანი – XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვიტკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო მას არაბულად „ჰისნი“, ანუ ისანი უწოდეს. ქართულად „ციხესიმაგრეს“ ნიშნავს.

    მთაწმინდა – შეერქვა წმიდა დავით გარეჯელის პატივად, რომელიც ამ ადგილას რამოდენიმე წელიწადი მოღვაწეობდა, სანამ გარეჯის უდაბნოს მიაშურებდა.

    ნავთლუღი – თურქულად „ნავთის ადგილს“ ნიშნავს. ამ ადგილებში მოიპოვებდნენ ნავთს, თუმცა მცირე რაოდენობით.

    ნარიყალა – სპარსული წარმოშობის სიტყვაა. „ნარინ ყალა“ ქართულად „შიდაციხეს“ ნიშნავს.

    ნაძალადევი – 1872 წელს თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო. რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშები საცხოვრებელ ადგილებს უნებართოდ იკავებდნენ და სახლდებოდნენ. ამიტომ ახალ უბანს „ნაძალადევი“ უწოდეს.

    საბურთალო – ეს ადგილი სწორი, ვაკე ადგილია. თამარ მეფის დროს ქართველი მეომრები აქ ხშირად მოდიოდნენ და ბურთაობდნენ ხოლმე. ამიტომ ამ ადგილს „საბურთაო“ ადგილი უწოდეს. შემდგომში სახელწოდება ცოტათი შეიცვალა და ახლა „საბურთალოს“ ვეძახით.

    სამგორი – ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცხოვრობდა ცალხელა მოხუცი, რომელსაც ქალაქისათვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, რისთვისაც მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისაგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროო ძმა სვეტზე ავარდა ჩირაღდნით, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ძირს ჩამოაგდო, ახლა მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი დაბრუნდა და თავისი ძმობილები რომ უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცაკლე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ აქ მოდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.

    სოლოლაკი – იგივე სალალაკი. „ციხის ბაღის“ მოსარწყავად არაბების ბატონობის ხანაში აღუდგენიათ სარწყავი არხი (არაბულად „სულუ-ლაჰ“). მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული. XIX საუკუნიდან ასე დაერქვა თავად უბანს. ადრე მას „ავანაანთხევი“ ერქვა და აქ ქართველ დიდებულთა ბაღები იყო გაშენებული.

    ჩუღურეთი – მომდინარეობს თურქული სიტყვიდან „ჩუქორ“, რაც ქართულად ხევს, ფერდობს ნიშნავს. ამ ადგილს სამი მხრიდან სწორედ ხევი ერტყა.

    კომენტარი ავტორი ანა ბურდული — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  37. ცხინვალი
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    ცხინვალი, 1886.
    ცხინვალი, 1886.
    1991-92 წლის კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალი წმინდა გიორგის ეკლესიის ფონზე.
    1991-92 წლის კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალი წმინდა გიორგის ეკლესიის ფონზე.

    ცხინვალი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი საქართველოში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1934-1961 წლებში ქალაქს სტალინირი ერქვა. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 870 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 42 ათასი (1989 წ.).

    სახელი წარმოსდგება მცენარე რცხილადან, ძველი ქართულით ქრცხილა, აქედან ქრცხინვალი. უძველესი წერილობითი ცნობა, რომელშიც ნახსენებია ცხინვალი, ეკუთვნის 1398 წელს. არსებობს მოსაზრება, რომ იგი აშენებულია III საუკუნეში მეფე ასფაგურის მიერ.

    1770 წელს ქალაქში 700 კომლი ცხოვრობდა. “დიდი ლიახვის კიდეზედ, არს მცირე ქალაქი ქრცხინვალი, კეთილ ჰაეროვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი” – აღნიშნავდა ვახუშტი მის შესახებ. ეს თავისებურება შენარჩუნებულ იქნა XX საუკუნის 20-იან წლებამდე. შემდგომში დემოგრაფიული სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. იხ. ცხრილი:

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  38. ]

    V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა დაარსა თბილისი. ამ ამბავზე არსებობს ლეგენდა. ამ ლეგენდის მიხედვით გორგასალმა მიმინო დაადევნა ხოხობს, უცებ ორივე გაუჩინარდა. ვახტანგმა ძებნა დაუწყო და ორივე აღმოაჩინა ჩახრჩობილი თბილ წყალში. ეს წყალი იყო სამკურნალო და ვახტანგმა მსახურებს უბრძანა ამ ადგილას აეშენებინათ ქალაქი, რომელსაც ერქვა ”ტბილისი”.

    დაარსება [რედაქტირება]

    ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა დააარსა. ლეგენდის თანახმად, სანადიროდ გამოსულმა მეფემ ცაში აუშვა შევარდენი, რომელიც ხოხობს დააცხრა. მეფე და მისი ამალა უმალ დაედევნა ფრინველს და ბოლოს მიადგა ადგილს, სადაც მიწიდან ბუნებრივი ცხელი წყალი ამოდიოდა. ორივე ფრინველი ცხელ წყალში იყო ჩაფუფქული. ამ აღმოჩენით გაკვირვებულმა და გეოგრაფიული მდგომარეობით მოხიბლულმა მეფემ ბრძანა ამ ადგილზე დაეარსებინათ ქალაქი, რომელსაც ცხელი წყლის გამო “თბილისი” ეწოდა. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი – აბანოთუბანია.

    რეგიონში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელყო, რომ თანამედროვე თბილისის ტერიტორია ადამიანთა მიერ დასახლებული ყოფილა ძვ.წ მე-4 ათასწლეულიდან. აქ არსებული დასახლების ყველაზე ადრეული მინიშნება ძველ ხელნაწერებში მე-4 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოდის – მეფე ვარაზ-ბაკურის მმართველობის პერიოდში აქ ციხე-სიმაგრე აშენებულა. მე-4 საუკუნის ბოლოს სიმაგრე სპარსელებს ჩაუვარდა ხელში, შემდეგ კი მას ისევ ქართლის მეფე იგდებს ხელთ მე-5 საუკუნის შუა რიცხვებში. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

    დედაქალაქი [რედაქტირება]
    თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671
    თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671

    მეფე დაჩი I უჯარმელს (მე-6 საუკუნის დასაწყისი), რომელიც ტახტზე ვახტანგ გორგასლის შემდეგ ავიდა, იბერიის დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადააქვს მამის ანდერძის აღსასრულში მოყვანის მიზნით. მისი მეფობის პერიოდში დასრულდა მშენებლობა ქალაქის ციხე-სიმაგრესა და გალავანზე, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო. ამ დროიდან თბილისი სწრაფად იწყებს ზრდას რეგიონის სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელმაც ქალაქი მნიშვნელოვან სავაჭრო და სამოგზავრო გზიაჯვარედინზე მოაქცია ევროპასა და აზიას შორის.

    კომენტარი ავტორი დატო გურაბანიძე — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  39. ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    თბილისი

    ზოგადი ცნობები
    რეგიონის კოდი: GE-TB
    ფართობი: 450 კმ²
    მოსახლეობა: 1.090 ათასი (2002)
    ადმ. ერთეულები: 1 ქალაქი
    ქალაქის მერი: გიგი უგულავა
    ქალაქის საკრებულოს
    თავმჯდომარე: ზაზა ბეგაშვილი
    ქალაქის პრემიერი: თემურ ქურხული
    ფოტოგალერეა

    თბილისი (ინგ.: Tbilisi, თურქ,/გერმ.: Tiflis) საქართველოს დედაქალაქია; მდებარეობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, კოორდინატებით 41°43′N 44°47′E. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

    თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.
    სექციების სია
    [დამალვა]

    * 1 ისტორია
    o 1.1 დაარსება
    o 1.2 დედაქალაქი
    o 1.3 უცხოელთა გავლენა
    o 1.4 ქართული რენესანსი
    o 1.5 მონღოლთა შემოსევა
    o 1.6 რუსეთის გავლენა
    o 1.7 დამოუკიდებლობა 1918-1921
    o 1.8 გასაბჭოება
    o 1.9 სსრკ დაშლის შემდეგ
    * 2 ხალხი და კულტურა
    * 3 განათლება
    * 4 ფოტოგალერეა
    * 5 ცნობილი თბილისელები
    * 6 იხილეთ აგრეთვე
    * 7 რესურსები ინტერნეტში

    ისტორია [რედაქტირება]

    V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა დაარსა თბილისი. ამ ამბავზე არსებობს ლეგენდა. ამ ლეგენდის მიხედვით გორგასალმა მიმინო დაადევნა ხოხობს, უცებ ორივე გაუჩინარდა. ვახტანგმა ძებნა დაუწყო და ორივე აღმოაჩინა ჩახრჩობილი თბილ წყალში. ეს წყალი იყო სამკურნალო და ვახტანგმა მსახურებს უბრძანა ამ ადგილას აეშენებინათ ქალაქი, რომელსაც ერქვა ”ტბილისი”.

    დაარსება [რედაქტირება]

    ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა დააარსა. ლეგენდის თანახმად, სანადიროდ გამოსულმა მეფემ ცაში აუშვა შევარდენი, რომელიც ხოხობს დააცხრა. მეფე და მისი ამალა უმალ დაედევნა ფრინველს და ბოლოს მიადგა ადგილს, სადაც მიწიდან ბუნებრივი ცხელი წყალი ამოდიოდა. ორივე ფრინველი ცხელ წყალში იყო ჩაფუფქული. ამ აღმოჩენით გაკვირვებულმა და გეოგრაფიული მდგომარეობით მოხიბლულმა მეფემ ბრძანა ამ ადგილზე დაეარსებინათ ქალაქი, რომელსაც ცხელი წყლის გამო “თბილისი” ეწოდა. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი – აბანოთუბანია.

    რეგიონში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელყო, რომ თანამედროვე თბილისის ტერიტორია ადამიანთა მიერ დასახლებული ყოფილა ძვ.წ მე-4 ათასწლეულიდან. აქ არსებული დასახლების ყველაზე ადრეული მინიშნება ძველ ხელნაწერებში მე-4 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოდის – მეფე ვარაზ-ბაკურის მმართველობის პერიოდში აქ ციხე-სიმაგრე აშენებულა. მე-4 საუკუნის ბოლოს სიმაგრე სპარსელებს ჩაუვარდა ხელში, შემდეგ კი მას ისევ ქართლის მეფე იგდებს ხელთ მე-5 საუკუნის შუა რიცხვებში. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

    დედაქალაქი [რედაქტირება]
    თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671
    თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671

    მეფე დაჩი I უჯარმელს (მე-6 საუკუნის დასაწყისი), რომელიც ტახტზე ვახტანგ გორგასლის შემდეგ ავიდა, იბერიის დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადააქვს მამის ანდერძის აღსასრულში მოყვანის მიზნით. მისი მეფობის პერიოდში დასრულდა მშენებლობა ქალაქის ციხე-სიმაგრესა და გალავანზე, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო. ამ დროიდან თბილისი სწრაფად იწყებს ზრდას რეგიონის სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელმაც ქალაქი მნიშვნელოვან სავაჭრო და სამოგზავრო გზიაჯვარედინზე მოაქცია ევროპასა და აზიას შორის.

    კომენტარი ავტორი ანა ბურდული — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  40. ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    ხედი სატელიტიდან
    ხედი სატელიტიდან

    ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები, გალერეები.

    ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ.წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX სს-მდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. 1810-1917 წლებში ქუთაისი რუსეთის იმპერიაში შედიოდა.

    შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში – ა.წერეთლის, ზ.ფალიაშვილის, კ.მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

    კომენტარი ავტორი დათო გურაბანიძე — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  41. ქუთაისი (ქალაქი)

    კომენტარი ავტორი ჯაბა ჯაბაური — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  42. ყვარელი
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება

    ქალაქი საქართველოში, ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 9 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ი.ჭავჭავაძის და კ.მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
    Retrieved from “http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98”

    კატეგორია: საქართველოს ქალაქები

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  43. ხაშური
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება

    ქალაქი საქართველოში, ხაშურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1928 – ხაშური, 1928-1934 წლებში – სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 9,8 ათასი (2002 წ.). არის აქ ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეЯველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში არის ურბნისისა და რუისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  44. ყვარელი
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება

    ქალაქი საქართველოში, ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 9 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ი.ჭავჭავაძის და კ.მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  45. გაგრა
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    გაგრა
    გაგრა

    გაგრა — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს. მოსახლეობა 26,9 ათასი (1991 წ.). გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, პორტი შავ ზღვაზე. რკინიგზის სადგური.

    წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV ს-ში გაგარის ფორმით. გაგრა ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა გაგრის ციხე და იქ რუსული გარნიზონი ჩააყენა.

    გაგრაში არის რკინიგზის სადგური, კლიმატური კურორტი, მცირე საწარმოები. გაგრაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  46. ამ სტატიას სჭირდება ვიკიფიკაცია.
    გთხოვთ გააუმჯობესოთ იგი სტილის სახელმძღვანელოს მიხედვით.
    ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ.

    მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური წყაროების მიხედვით ამ ტერიტორიას “მოსხიკე” (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები “მესხეთს” არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად ((X))-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო წელს და ჭოროხის აუზს მთლიანად. იგი სამხრეთიდან შემოფარგლული იყო მოსხური მთებით.

    საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.

    მესხეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც გამოჩენილ ქართველთა სიტყვებიც ადასტურებს:

    * “მესხეთი არის აკვანი საქართველოს დიდებისა…” – მოსე ჯანაშვილი.
    * “იქ გაფანტული კულტურის ნაშთები სულია ჩვენი ერისა” – ვაჟა-ფშაველა.
    * “აქ ოდითგანვე ჟღერდა სიტყვა ქართული რუსთაველისა …” – ვახუშტი ბაგრატიონი.
    * “მესხეთი ქართველებისთვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის” – მოსე ჯანაშვილი.

    ისტორიული მესხეთის ტერიტორია (სამცხე, ჯავახეთი, თორი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი, ჭანეთი) ცენტრალიზებული ფეოდალური საქართველოს ერთ მესამედს შეადგენდა, რაც დაახლოებით 34,2 ათას კვ. კმ-ია. აქედან დღეისათვის 9,4 ათასი კვ.კმ საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.

    კომენტარი ავტორი ჯაბა ჯაბაური — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  47. ახალქალაქი
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    საკუთარ სახელს “ახალქალაქი” აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ახალქალაქი (მრავალმნიშვნელოვანი)

    ახალქალაქი, ქალაქი საქართველოში, ახალქალაქის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. ადრე შუა საუკუნეების ბოლოს აქ იყო სოფელი. ქალაქი დაფუძნდა 1064 წელს. XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა. XV საუკუნეში იგი მთლიანად იქნა დანგრეული, აღსდგა XVII საუკუნეში. XVI საუკუნეში ოსმალეთმა დაიპყრო. 1828 წელს რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა ქალაქი გაათავისუფლეს. მისი შემოერთების შემდეგ მაჰმადიანი ქართველები გაასახლეს თურქეთში და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები ჩამოიყვანეს. მოსახლეობა 9,8 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ახალქალაქში არის ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის რეზიდენცია

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  48. მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური წყაროების მიხედვით ამ ტერიტორიას “მოსხიკე” (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები “მესხეთს” არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად ((X))-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო წელს და ჭოროხის აუზს მთლიანად. იგი სამხრეთიდან შემოფარგლული იყო მოსხური მთებით.

    საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.

    მესხეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც გამოჩენილ ქართველთა სიტყვებიც ადასტურებს:

    კომენტარი ავტორი დათო გურაბანიძე — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  49. ბორჯომი
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    საკუთარ სახელს “ბორჯომი” აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბორჯომი (მრავალმნიშვნელოვანი)
    ბორჯომი 2014 ლოგო
    ბორჯომ-პარკი 1915 წლამდე
    ბორჯომ-პარკი 1915 წლამდე
    ლიკანის სასახლე
    ლიკანის სასახლე

    ბორჯომი ქალაქი-კურორტია აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლვილ მოსახლეობას.

    ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი, გ.დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს #1 საექსპორტო პროდუქტია. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

    ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

    2005 წლის 22 ივნისს საქართველომ ბორჯომი ბაკურიანთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  50. ჭიათურა
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    ჭიათურის ხედი.
    ჭიათურის ხედი.
    ჭიათურის მაღაროების ბაგირგზა.
    ჭიათურის მაღაროების ბაგირგზა.

    ჭიათურა — ქალაქი საქართველოში, ჭიათურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილას ნაპირებსა და მიმდებარე პლატოზე. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიისა და ევრაზიის ტერიტორიაზე. მოიპოვებენ, აგრეთვე, უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად. ქალაქში არის სარკინიგზო კვანძი (ზესტაფონ-საჩხერის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან). ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება.

    ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები).

    ჭიათურაში არის ჭიათურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, მღვიმევის მონასტერი (XII ს.). ქალაქის მახლობლად არის ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები – შუა საუკუნეების ციხე და გამოქვაბულები “ჯარბელა”, კლდეკარის გამოქვაბულები (სოფ. სვერის მახლობლად), სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XIX ს.), სვერის ციხე-სიმაგრე (VII ს.) და სხვა.

    ჭიათურიდან და ჭიათურის რაიონიდან იყვნენ ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწენი: ვასილ წერეთელი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, იოსებ წერეთელი, ალექსანდრე წერეთელი, გიორგი წერეთელი, გიორგი (ვასილის ძე) წერეთელი, თინათინ წერეთელი, ბაბო წერეთელი, ნიკოლოზ (ნიკუშა) წერეთელი, თამარ წერეთელი, გრიგოლ (დავითის ძე) აბაშიძე, გრიგოლ (გრიგოლის ძე) აბაშიძე, ანდრო ბიწაძე, ივანე ბიწაძე, შალვა ბიწაძე, ვახტანგ გომელაური, ბესარიონ ჟღენტი, გიორგი ჭოღოშვილი, ბორის ხვედელიძე, გიორგი გველესიანი, იოსებ ყიფშიძე, დავით გამეზარდაშვილი, კონსტანტინე ფაღავა, ყარამან ფაღავა, ირაკლი ფაღავა, სიმონ ყიფშიძე, გიორგი აბაშიძე, გრიგოლ ფხალაძე, პეტრე გელბახიანი, კონსტანტინე მოდებაძე, დავით გამრეკელი, გიორგი დეკანოზიშვილი, ელეფთერ ღვალაძე, ვარლამ ღვალაძე, ევგენ ღვალაძე, აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ვაშაძე და სხვანი; ქართული

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  51. ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება

    რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, დასავლეთით – ლეჩხუმი.

    თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. ((X)) საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების – კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII ს-ის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ – მაზრას.

    ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.

    კომენტარი ავტორი დათო გურაბანიძე — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  52. საჩხერე
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება

    ქალაქი საქართველოში, საჩხერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 6,7 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. საჩხერეში არის ჭიათურის ეპარქიის რეზიდენცია.

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  53. თბილისი (ინგ.: Tbilisi, თურქ,/გერმ.: Tiflis) საქართველოს დედაქალაქია; მდებარეობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, კოორდინატებით 41°43′N 44°47′E. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

    თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

    კომენტარი ავტორი ზუკა ჭოხონელი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  54. გაგრა
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    გაგრა
    გაგრა

    გაგრა — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს. მოსახლეობა 26,9 ათასი (1991 წ.). გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, პორტი შავ ზღვაზე. რკინიგზის სადგური.

    წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV ს-ში გაგარის ფორმით. გაგრა ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა გაგრის ციხე და იქ რუსული გარნიზონი ჩააყენა.

    გაგრაში არის რკინიგზის სადგური, კლიმატური კურორტი, მცირე საწარმოები. გაგრაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.

    რესურსები [რედაქტირება]

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  55. http://forum.ge/?f=66&showtopic=33606286

    კომენტარი ავტორი ჯანდიერი ირაკლი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  56. #

    ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მხარეა. ის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილო კალთებზე მდებარეობს. ხევსურეთი კავკასიონზე ხურჯინივით არის გადაკიდებული და 1050 კვ/კმ-ს მოიცავს.

    ხევსურეთი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა – პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთად. პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია ბარისახო, პირიქითასი კი – შატილი.

    ტერმინი „ხევსური“ ხევის მკვიდრს უნდა ნიშნავდეს და ასე უნდა იყოს ნაწარმოები: ხევის-ი > ხევის-ურ-ი > ხევ-ს-ურ-ი. თავდაპირველად ხევსურეთი ლეონტი მროველის (XI ს.) თხზულების არშიაზე გვხვდება. მანამდე ხევსურეთი ფშავითურთ იხსენიებოდა საერთო სახელწოდებით – ფხოვი. მემატიანეთა ცნობებით, თანამედროვე ხევსურების წინაპრებს – ფხოველებს – ამ ტერიტორიაზე პირველი საუკუნიდან მაინც უნდა ეცხოვრათ.

    ხევსურები თავგამოდებით იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის, აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის 1659 წლის აჯანყებაში, ასპინძის (1770 წ.), კრწანისის (1795 წ.) ბრძოლებში, მთიულეთისა (1804 წ.) და კახეთის (1812 წ.) აჯანყებებში.

    ხევსურები სამეურნეო ყოფა-ცხოვრებითა და გარეგნული იერსახით დიდად არ განსხვავდებიან სხვა მთიელი ქართველებისაგან. ისინი უხსოვარი დროიდან მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. უწინ ფართოდ იყო გავრცელებული ქარგულობა, ქსოვა, ხეზე კვეთა, მჭედლობა, ნადირობა. საყოველთაოდაა ცნობილი ხევსურული ხალხური პოეზია.

    Comment by ჯაბა — February 13, 2007 @ 10:23
    #

    კახეთი

    უძველესი დროიდანვე კახეთის (ისტორიული კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის) ისტორია მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლურ ქართულ, ქართის სახელმწიფოებრიობის განვითარებას.

    ძვ.წ. XII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო ადმინისტრაციული ერთეულების – ხევების – ჩამოყალიბება. ასეთი ხევების მამასახლისები იყვნენ კახოსი, კუხოსი და ჰეროსი. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში, ფარნავაზის დროს, კახეთის სამამასახლისო კახეთის საერისთავოდ იქცა, მასში გაერთიანდა კუხეთის სამამასახლისოც. მათი გაერთიანება ბუნებრივად მოხდა. VI საუკუნის მეორე ნახევრიდან კახეთის საერისთავო გაფართოვდა, მასში ჰერეთიც გაერთიანდა.

    VIII საუკუნის 30-50-იან წლებში კახეთის საერისთავოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის სამთავრო. მოგვიანებით, „კახეთის“ ცნება საგრძნობლად შეიცვალა. კახეთს ჩამოსცილდა ჰერეთი, რომელიც დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. სამაგიეროდ, კახეთის საზღვრებში მოექცა გარდაბანი, საზღვრები გაფართოვდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებითაც.

    XII საუკუნეში კახეთი და ჰერეთი დავით აღმაშენებელმა გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. მაგრამ XV საუკუნეში, როცა საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, წარმოიქმნა გვიანდელი კახეთის სამეფო, გაუქმდა საერისთავოები და მათ ნაცვლად სამოურავოები შეიქმნა. XVII-XVIII საუკუნეებში კახეთს ჩამოშორდა მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი კაკ-ენისელი. XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა „საინგილო“.

    დღეს კახეთის შემადგენლობაშია საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები.

    კახეთი ძალიან მდიდარი რეგიონია. მის მადლიან მიწაზე მრავალგვარი მოსავალი მოდის. განსაკუთრებით კი კახეთი ცნობილია თავისი უგემრიელესი და მსოფლიოში სახელგანთქმული ღვინოებით. კახეთში განვითარებულია მესაქონლეობაც.

    კომენტარი ავტორი ზუკა ჭოხონელი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  57. ბორჯომი
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    საკუთარ სახელს “ბორჯომი” აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბორჯომი (მრავალმნიშვნელოვანი)
    ბორჯომი 2014 ლოგო
    ბორჯომ-პარკი 1915 წლამდე
    ბორჯომ-პარკი 1915 წლამდე
    ლიკანის სასახლე
    ლიკანის სასახლე

    ბორჯომი ქალაქი-კურორტია აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლვილ მოსახლეობას.

    ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი, გ.დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს #1 საექსპორტო პროდუქტია. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

    ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

    2005 წლის 22 ივნისს საქართველომ ბორჯომი ბაკურიანთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  58. თელავი
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება

    ქალაქი საქართველოში, კახეთის მხარის და თელავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.).

    პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს (II ს.) “გეოგრაფიაში” თელედას ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა, XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII ს-ის მეორე ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან იგი მწიგნობრობის კერად იქცა, 1758 წელს დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც მოგვიანებით სემინარიად გადაკეთდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თელავი სამაზრო ცენტრი გახდა.

    თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის პედაგოგიური უნივერსიტეტი, თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  59. ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მხარეა. ის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილო კალთებზე მდებარეობს. ხევსურეთი კავკასიონზე ხურჯინივით არის გადაკიდებული და 1050 კვ/კმ-ს მოიცავს.

    ხევსურეთი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა – პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთად. პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია ბარისახო, პირიქითასი კი – შატილი.

    ტერმინი „ხევსური“ ხევის მკვიდრს უნდა ნიშნავდეს და ასე უნდა იყოს ნაწარმოები: ხევის-ი > ხევის-ურ-ი > ხევ-ს-ურ-ი. თავდაპირველად ხევსურეთი ლეონტი მროველის (XI ს.) თხზულების არშიაზე გვხვდება. მანამდე ხევსურეთი ფშავითურთ იხსენიებოდა საერთო სახელწოდებით – ფხოვი. მემატიანეთა ცნობებით, თანამედროვე ხევსურების წინაპრებს – ფხოველებს – ამ ტერიტორიაზე პირველი საუკუნიდან მაინც უნდა ეცხოვრათ.

    ხევსურები თავგამოდებით იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის, აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის 1659 წლის აჯანყებაში, ასპინძის (1770 წ.), კრწანისის (1795 წ.) ბრძოლებში, მთიულეთისა (1804 წ.) და კახეთის (1812 წ.) აჯანყებებში.

    ხევსურები სამეურნეო ყოფა-ცხოვრებითა და გარეგნული იერსახით დიდად არ განსხვავდებიან სხვა მთიელი ქართველებისაგან. ისინი უხსოვარი დროიდან მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. უწინ ფართოდ იყო გავრცელებული ქარგულობა, ქსოვა, ხეზე კვეთა, მჭედლობა, ნადირობა. საყოველთაოდაა ცნობილი ხევსურული ხალხური პოეზია.

    კომენტარი ავტორი ნიკა კოსტავა და ნოდარ მელქაძე — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  60. მეათე საუკუნის 50-60 – იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი. მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდინარე თორთუმისწყლის მარცხენა ნაპირზე.

    ოშკის ტაძრის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა, ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე.ი. ჯვრის სამი მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე (დასავლეთისა) კი წაგრძელებულია და უაფსიდო. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც.

    ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978 წელი), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.

    კომენტარი ავტორი დათო გურაბანიძე — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  61. დმანისი
    ვიკიპედიიდან
    Jump to: ნავიგაცია, ძიება
    დმანისის სიმაგრის ნანგრევები.
    დმანისის სიმაგრის ნანგრევები.

    დმანისი — ქალაქი საქართველოში, დმანისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მას ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 3,4 ათასი (2002 წ.).

    თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი – თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

    არქეოლოგიური გათხრები [რედაქტირება]

    გათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936 წელს და 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა. შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები, რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus 1983 წელს. ეს სახეობა დამახასიათებელი იყო Villafranchian (ქართულად?) ფაუნასთვის, რაც ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. მას შემდეგ ქართველი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებდნენ დმანისში, და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ-გერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით.

    1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს.

    კომენტარი ავტორი მედეა ქიტიაშვილი — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  62. IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. ეს მხარე ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველური ტომებით: ჭანებითა და მეგრელებით. VIII საუკუნის პირველ ნახევარში მურვან ყრუს შემოსევის გამო ეს მხარე მთლიანად აოხრდა. სწორედ ამით აიხსნება, რომ როდესაც გრიგოლ ხანძთელი აქ მოვიდა, „მას ჟამსა სხუაი მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა, თვინიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქუეყანათაისა; რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს და დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ“. VIII საუკუნის 50-იან წლებში აქ დამკვიდრებულან ქართველები და მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე განუახლებიათ. ოპიზა იქცა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების კერად. აქ მოღვაწეობდნენ მიქაელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი. ოპიზა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ქართული მწერლობისა, აქ გადაწერილა ბევრი საყურადღებო ძეგლი ამ პერიოდისა და შემდეგი დროის მწერლობისა. მაგალითად, აქ 913 წელს გადაწერილია ე.წ. ოპიზის სახარება.

    გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა „აგარაკად ხანძთისა“ გააჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე „კათალიკოზ იქმნა მცხეთას“. ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღუსრულებია.

    X საუკუნეშივე უნდა იყიოს აშენებული პარხალის იოანე ნათლისცმემლის სახელობის მონასტერი ჭოროხის ხეობაში. მისთვის იოანე ბერაიას შეუწირავს მის მიერ შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხალის სახარების სახელითაა ცნობილი.

    ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული და სამონასტრო ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენდა ახალი ცენტრი ათონის ივერთა მონასტრის სახით.

    http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/tao/tao.php

    კომენტარი ავტორი დათო გურაბანიძე — თებერვალი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  63. ქართული დროშები და გერბები
    გერბები

    საქართველოს ამჟამინდელი გერბი

    საგერბო ანუ ჰერალდიკური გამოსახულებები საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. გერბებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყნების, ქალაქების, გვარებისა და ა.შ. განსასხვავებლად. ამისდა მიხედვით, არსებობდა სახელმწიფო, საგვარეულო, სამიწაწყლო და სხვა სახის გერბები.

    გერბები გამოისახებოდა დროშებზე, მონეტებზე, ბეჭდებზე, იარაღზე და ა.შ. გერბებზე სხვადასხვა გამოსახულებებს, ანუ ემბლემებს გამოსახავდნენ. ემბლემა არის საგანი ან საგნის გამოსახულება, რომელსაც რაიმე იდეის სიმბოლოდ იყენებენ.

    საქართველოში თითქმის ყველა კუთხეს თავისი გერბი ჰქონდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, რომელიც სოციალისტური რეჟიმის დროს გაუქმდა, შემდეგ კი 1990 წელს აღსდგა და 2004 წლამდე იარსება, 1918 წელს შეიქმნა და მასზე გამოსახული იყო თეთრი გიორგი, თავზე მზით, მთვარითა და ვარსკვლავებით. ეს სიმბოლიკა ძველი ქართული თქმულებებიდან არის აღებული.

    საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

    სამეფო კვართიანი
    (საქართველოსი)
    საქართველოსი

    საქართველოსი

    ქართლის
    კახეთის

    იმერეთის

    გურიის

    ოდიშის
    სამცხე-საათაბაგოსი

    აფხაზეთის
    სვანეთის

    რანის

    ტექსტის მოსამზადებლად გამოყენებული ლიტერატურა:

    ს. გამსახურდია, ნ. შოშიაშვილი, ზ. ხიდურელი
    „საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები“, თბილისი, 1990;

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 27, 2007 @ 22:14 | პასუხი

  64. სულხან-საბა ორბელიანი
    (1658-1725)

    „მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. – ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.

    ორბელიანთა გვარი ბარათაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოება იყო. მათი სამკვირდო ქვემო ქართლში მდებარეობდა. სწორედ აქ, ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა.

    სულხანის მამა ქართლის მეფესთან – ვახტანგ V დაახლოებული პირი იყო, დედა კი – კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავის – ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ სულხანი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა თავის მამიდაშვილებთან – არჩილთან, გიორგისთან და ლევანთან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. სულხანი არჩილს ბიბლიური ტექსტების თავმოყრასა და მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ლევანთან პოეზიის სიყვარული აკავშირებდა, ხოლო გიორგი, რომელიც გიორგი XI სახელით მეფობდა ქართლში, თითქმის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა. სწორედ გიორგიმ შთააგონა 20-25 წლის სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა.

    სულხან-საბამ ბრწყინვალე განათლება მიიღო, როგორც საერო, ისე – სასულიერო. განსწავლულობით გამორჩეულს მოგვიანებით უფლისწულ ვახტანგ ლევანის ძის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) აღზრდა დაავალეს.

    სულხან-საბა ახალზგაზრდობაშივე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი XI მხარდამხარ იბრძოდა ირანელთაგან ქართლის გასათავისუფლებლად. ამ დროს მოხდა დიდი აჯანყება ქართლში, მაგრამ ქართველები დამარცხდნენ. მეფობიდან გათავისუფლებული გიორგი იმერეთში გადაიხვეწა, დევნა არც სულხან-საბას ასცდა, რის გამოც იგი ჯერ იმერეთში, შემდეგ კი სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს დავით გარეჯის მონასტერში სულხანი ბერად აღიკვეცა და საბა ეწოდა, სწორედ ამ დროიდან მოიხსენიება იგი სულხან-საბად.

    ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლში გამეფების სანაცვლოდ გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგმა სულხან-საბა საიდუმლო დავალებით ევროპაში გაგზავნა იმ იმედით, რომ იქნებ ევროპა მაჰმადიანთა უღელქვეშ ტანჯულ საქართველოს დახმარებოდა, ტახტზე ქრისტიანი უფლისწული დაესვათ.

    სულხან-საბამ უცხოეთში რამოდენიმე წელიწადი დაჰყო. მრავალგზის ეახლა საფრანგეთის მეფეს პარიზში, მაშინ იქ ლუი მეთოთხმეტე მეფობდა. არაერთხელ შეხვდა რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ევროპაში სულხან-საბამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი განათლებით, სიდარბაისლითა და ქცევა-პასუხით, მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიური ნიჭით. მაგრამ იმ დროისათვის ევროპას უზარმაზარ და უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბაც უშედეგოდ დაბრუნდა საქართველოში.

    ქართლში ამ დროს უკვე ვახტანგ VI მეფობდა, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთთან კავშირი. მან სულხან-საბა რუსეთში გაგზავნა, რათა რუსთ ხელმწიფესთან ვახტანგის შეხვედრა შეემზადებინა. მაგრამ მრავალჭირგადახდილ მოღვაწეს აღარ დასცალდა. 1725 წელს იგი გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვის მახლობლად ვსეხსვიატსკოეს ტაძარში.

    სულხან-საბა ორბელიანი გამორჩეული იყო არა მარტო პოლიტიკაში, არამედ მწერლობაშიც. მან უდიდესი ამაგი დასდო ქართულ ლიტერატურას, პირველმა შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა“, ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან დაამკვიდრა მემუარულ-სამოგზაურო ჟანრი თხზულებით „მოგზაურობა ევროპაში“.

    იმ ხანად, ქართველები ყიზილბაშებისაგან მრავალ უზნეობას სწავლობდნენ, ხალხი გადაგვარების გზას ადგა. ამიტომ უპირველესი ამოცანა ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რაც ქართული ეროვნული სულის, ტრადიციებისა და ენის დაცვაში გამოიხატებოდა, ერს მაღალი სულიერება უნდა შეენარჩუნებინა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სულხან-საბას შესანიშნავი ნაწარმოები „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელშიც შედის იგავ-არაკები ზნეობაზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ღალატზე, უგუნურებასა და სხვა ყურადსაღებ საკითხებზე. სულხან-საბა კიდევ მრავალი ნაშორმის ავტორია. მისი დამუშავებულია ბიბლიის ტექსტი, რომელიც „მცხეთური ხელნაწერების“ სახელწოდებით დაიბეჭდა.

    საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე).

    სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, – წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს.

    სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით… იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს – ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს:

    „სულხან-საბა ორბელისძე
    სიბრძნით აღხდა ორბებისზე“.

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — თებერვალი 27, 2007 @ 22:14 | პასუხი

  65. 20მარტი ჭოხონელიძე ზუკა

    1.ჩემი აზრით კომფლიქტის მიზეზი მწარე ენაა და ზედმეტი ქედმაღლობაა.
    2. კვლავ მწარე ენას.
    3. ისევ ენის ზედმეტი ტანტალი.
    4. დამახინჯება იგივე დაჭრა, იმიტომ ხდება რომ არავინ არავინ არ თმობს ამ ქვეყანაზე.
    5. გათიშva maშინ ხდება როცა ადამიანს ჭყობიდან გამოიყვანს.
    6. როცა კომფლიქტი მომდის მაშინ ყოველტვის ვცდილობ რომ ტკბილი სიტყვით ვილაპარაკო.

    კომენტარი ავტორი ilia muchiashvili — მარტი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  66. ჩემი აზრით თუ კაი ბიჭური ცხოვრებით ვიცხოვრებთ ვერავინ ვერ გაგვიბედავს ხელის უსამართლოდ დარტყმას და შეგინებას

    კომენტარი ავტორი დიასა — მარტი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  67. 1. ეხლა ბიჭები არ კითხულობენ ფული გაქვს თუ არა,ისინი პირაპირ ფულს ითხოვენ და თუ არ მიცემ დანას
    გაგიყრიან შემდეგ ძმაკაცებს უძახიან და უფრო მეტი მსხვერპლი მოყვება.
    2. ბლატაობას და უხეშ ლაპარაკს.
    3. როდესაც ბიჭები იჩხუბებენ და ძმაკაცებს უძახიან.
    4. როდესაც ხელით ვერ ერევა და ცივ იარაღს იყენებენ.
    5.

    20.03

    კომენტარი ავტორი გიორგი კურტანიძე — მარტი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  68. 1 გინება.
    2.ჩხუბით საუბარს.
    3.როდესაც ამწვავებენ სიტუაციას.
    5.ერთმანეთზე არიან გაბრაზებული
    6.ტვინი აქვთ გადამწვარი.
    7.ბოღმა.

    კომენტარი ავტორი girgi maisuradze — მარტი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  69. 20 მარტი
    1.ჩემი აზრით კონფლიქტის მიზეზი არის უთანხმოება.
    2.მე კონფლიქტის მიზეზად ვთვლი რაიმე ისეთ ქმედებას რაც ადამიანს არ სიამოვნებს.
    3.იმ შემთხვევაში როცა ცუდად იქცევი.
    4.

    კომენტარი ავტორი სოფო ბეგაშვილი — მარტი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  70. 19.03.07.დათო 1 chemi azrit komplikti sheidzleba gamoicvios nebismierma ragacam 2 sheidzleba ikos sitkvieri garcheva, shedzleba pirdapir chxubi daickos 3 tu chxubshi dzmakacebic chaerevian 5 tu chxubi daicxeba 6 da 7. tu chxubis dros emociebs ver motokav 8 ertmanets ar unda akvnenmaiko_705@yahoo.com

    კომენტარი ავტორი დათო — მარტი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  71. სალომე ანჩაბაძე 20 03 0 7
    ჩემი აზრით ის რომ შეცდომების მიცემა აღიზიანებთ და გადადიან პირად შეურაწყობაზე

    კომენტარი ავტორი ანი ჭახნაკია, მარიამ ხეჩიაშვილი. — მარტი 20, 2007 @ 22:14 | პასუხი

  72. შური. შურს. პატარის დიდად ქცევით.არვიცი. თავის დაცვის დროს. ტყუილის დროს. მკვლელობით,
    არ განმიცდია. იუმორით.

    კომენტარი ავტორი სალომე ანჩაბაძე — მარტი 27, 2007 @ 22:14 | პასუხი

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a reply to ზუკა ჭოხონელიძე კომენტარის გაუქმება

Create a free website or blog at WordPress.com.